ეტიუდი ერთადერთს - - - - - - - - -
მობღვერილო, ბრაზიანო, უკმეხო, მერამდენედ გაპატიე სიცივე! დღე - სადაგი, ყველა კვირა-უქმე ხომ შენთან მინდა! ხედავ? - ვერ მომიცილე.
ჰო, მერევა მუდამ, ნუ გამიწყრები, შენთან ყოფნის სურვილი თუ წადილი. მე თუ მიყვარს - მიყვარს თავდავიწყებით. მე არ ვიცი სიყვარული - ადვილი.
რამდენჯერაც ვცადე, ხელი ჩამევლო, დავისერე, სერი აღარ მირჩება. კრონოსივით პირმშოების მჭამელო, ერთხელ მაინც ვინმე გადაგირჩება?
ძალას ვიკრებ, მოვეჭიდო მინდა ხავსს, ვერას მშველის ჩემი ნაცოდვილევი. რა დავმალო, შენზე კარგიც მინახავს, მაგრამ შენი უნახავი - ვილევი.
უშენობით ლუკმა ჩემი - მწარეა, შენ გამო მდის ცრემლი შეუშრობელი, გაძლოს, შენთვის ვინაც გულმღვიძარეა, სხვა რა გითხრა, სამშობლო ხარ, მშობელი!
ნინო დარბაისელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა, ჩემო კარგებო! სერს რაც შეეხება, მას ქართულში რამდენიმე მნიშვნელობა აქვს
1.სერი: სერ- ობა - გვიანი საჭმლის მიღება ა მაგ. საიდუმლო სერობა. 2. სერი: გეოდეზიური - წაგრძელებული, დაბალი მთა. 3. სერი.- ჭრილი.- ამ ფორმით თანამედროვე ქართულში ნაკლებად აქტუალიზებული, თუმცა აქტიურად გამოყენებული სიტყვათწარმოებაში. სერის დადება - ნიშნავს მეცხვარეთა მიერ ცხვრის ყირზე ბასრი საგნით. ნიშნის დადებას, რომ სხვის ცხვარში არ აირიოს. მხაზველობითი ტერმინოლოგიიდან. - ,,განა- სერი” იგივეა, რაც ჭრილი. და-სერვა- ბასრი საგნით ხაზოვნად დაჭრას ნიშნავს. გადა- სერვა მთა გორებისა, სწორად გადავლას და ა შ . ჩემს ლექსში ამ სიტყვას ალეგორიული მნიშვნელობა აქვს და ნიშნავს რაღაც ასეთს- შენი სერი, სამშობლოს ვეუბნები, ქართველობის მტკივნეულად დამჩნეული ნიშანი უცხოეთშიც მატყვია და არ მიშუშდება მეთქი. მადლობა, ჩემო კარგებო! სერს რაც შეეხება, მას ქართულში რამდენიმე მნიშვნელობა აქვს
1.სერი: სერ- ობა - გვიანი საჭმლის მიღება ა მაგ. საიდუმლო სერობა. 2. სერი: გეოდეზიური - წაგრძელებული, დაბალი მთა. 3. სერი.- ჭრილი.- ამ ფორმით თანამედროვე ქართულში ნაკლებად აქტუალიზებული, თუმცა აქტიურად გამოყენებული სიტყვათწარმოებაში. სერის დადება - ნიშნავს მეცხვარეთა მიერ ცხვრის ყირზე ბასრი საგნით. ნიშნის დადებას, რომ სხვის ცხვარში არ აირიოს. მხაზველობითი ტერმინოლოგიიდან. - ,,განა- სერი” იგივეა, რაც ჭრილი. და-სერვა- ბასრი საგნით ხაზოვნად დაჭრას ნიშნავს. გადა- სერვა მთა გორებისა, სწორად გადავლას და ა შ . ჩემს ლექსში ამ სიტყვას ალეგორიული მნიშვნელობა აქვს და ნიშნავს რაღაც ასეთს- შენი სერი, სამშობლოს ვეუბნები, ქართველობის მტკივნეულად დამჩნეული ნიშანი უცხოეთშიც მატყვია და არ მიშუშდება მეთქი.
5. პატრიოტული ლექსი, პათეტიკის გარეშე.
"დავისერე, სერი აღარ მირჩება."- გასაგებია, აქ "სერი" რასაც ნიშნავს, მაგრამ არსებობს ასეთი ქართული სიტყვა ?
პატრიოტული ლექსი, პათეტიკის გარეშე.
"დავისერე, სერი აღარ მირჩება."- გასაგებია, აქ "სერი" რასაც ნიშნავს, მაგრამ არსებობს ასეთი ქართული სიტყვა ?
4. კარგი სიმღერა გამოვა,, საფანოღლოა,,) კარგი სიმღერა გამოვა,, საფანოღლოა,,)
3. "ძალას ვიკრებ, მოვეჭიდო მინდა ხავსს, ვერას მშველის ჩემი ნაცოდვილევი. რა დავმალო, შენზე კარგიც მინახავს, მაგრამ შენი უნახავი - ვილევი."
ეს მომეწონა ძალინ. 5 "ძალას ვიკრებ, მოვეჭიდო მინდა ხავსს, ვერას მშველის ჩემი ნაცოდვილევი. რა დავმალო, შენზე კარგიც მინახავს, მაგრამ შენი უნახავი - ვილევი."
ეს მომეწონა ძალინ. 5
2. ფორმაში ხართ! 5 ფორმაში ხართ! 5
1. რა დავმალო, შენზე კარგიც მინახავს, მაგრამ შენი უნახავი - ვილევი,
მე პირიქით: მოვიარე, რა არ ვნახე, მაგრამ შენზე უკეთესი ვერსად ვნახე ალბად შენი უნახავი-მოვკვდები.
რა დავმალო, შენზე კარგიც მინახავს, მაგრამ შენი უნახავი - ვილევი,
მე პირიქით: მოვიარე, რა არ ვნახე, მაგრამ შენზე უკეთესი ვერსად ვნახე ალბად შენი უნახავი-მოვკვდები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|