ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2017


*

სულ ცოტა დრო დარჩა ძვირფასო და ვიდრე,
წავიდე, დავტოვო ოთახი იქ, სადაც,
დაკარგე ჯერ კიდევ უმანკო საკინძე,
მკერდისა, რომელიც ჩემს გარდაც უყვარდათ;
იმათაც, რომელთაც ოთახის კარებთა,
ურდული უკეტე და შენ ეს მარკიზა,
სულ ყველა სურვილთან იმ მომთაბარეთა,
უარზე დადექი პირისპირ სარკესთან.
რადგანაც მე ახლა, წუთებს ბოლოოდენს
არ ვითვლი, ამდენად ვცდილობ ბუნებრივი
ვიყო და უარი ვუთხრა იმ მოლოდინს,
რომელიც შენ გაქვს რომ
არ წავალ,
არ წავალ,
არ წავალ ბოლომდე,
არ წავალ აქედან,
არ ვნახავ სიყვარულს
ქალთა სხვა მხარეთა.
მე გხედავ შიგნიდან.
მე გხედავ გარედან.
შენ არ ხარ ის დამა,
არც მე ვარ ვალეტთა,
ის რიგი,
ის მწკრივი,
ძვირფასო არ გვეთქვა,
რაც გულს უნდოდა და რაც არა ბაგეთა.
მე მიმაქვს საკინძე, რომელიც გეკეთა,
ჯილდო სადედოფლო,
ჩემთან - არმეფესთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს