ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატო სექტემბრელი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2017


ჩემო ანგელოზო

ფრთები დაგეღალა ჩემო ანგელოზო,
თუ გამოგაძევეს ციდან?
რისთვის მიდარაჯებ, განა დავიკარგე.
მხოლოდ გაგიჟება მინდა.

სახე დაიბერე ჩემო ანგელოზო.
დარდით გაითეთრე წარბი.
იცი? დავიღალე, მაგრამ მოვითმინე.
ნუ ხარ სიყვარულით ხარბი.

თვალებს არ მაცილებ ჩემო ანგელოზო.
ჩუმად იცრემლები კარში.
ისევ შემეშალა, მაგრამ მაპატიე.
დარჩი, არ გახვიდე ქარში.

ჩემო ანგელოზო, თოვლით დაიფერე,
როგორც ნაკვალევი მთაში.
მოდი, დამიფარე, შენთან წამიყვანე
ციცინათელებით თმაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები