ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2017


Aსტრო Lავია

ასტრო ლავია
შენი რუკა ჰგავს შენს მეოცნებე თვალებს,
ატრიალებ და ფერები შვიდფრად იცვლება,
ზედ ასცედენტზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები გაქვს,
დესცედენტზე-ყველაზე ღრმა იდუმალება,
ხელისგულებზე გახატია შენივე გზა ცხოვრებისა და ყველა ცხოვრების, გზა გახატია,
ვუყურებ შენს ხელიგულებს და ვხედავ როგორ ითქმება პირველი ბგერები "დაე იქმნას სამყარო".
როგორ მიიწევენ ერთმანეთისკენ ზემო და ქვემო ხელები,
და ეხებიან და იქმნება სული,
შენს რუკაზე ჩანს რომ ყველაფერი შენს ხელთაა,
რომ არასდროს შექმილა სამყარო,
რომ მუდამ იქმნება და იქმნება როგორც შემოდგომის ქარის მუსიკა ააცეკვებს ფოთლებს,
ისე იქმნება სამყარო,
შენს ხელისგულებზე ჩანს,
რომ გული გიცემს,
კოსმიური პულსარივით გიცემს გული,
გადის და შემოდის,
გადის და შემოდის სიყვარული,
მთელ ამ მექანიზმებს რა აკავშირებს
რა გჭირს რა? ო შემიბრალე რა!
ო შემიბრალე ვაკონდა,
ო ბუბმულიანო გველო,
ო მოცეკვავე ღმერთებო,
ნუთუ გაძლებთ ადამიანის გარეშე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები