დიდი ხანია ერთი ლექსი მიტრიალებს თავში მაგრამ, ვერაფრით დავიწყე წერა. დამსხვრეული სარკის ნატეხებივით ყრია ჩემში და ვერაფრით მოვუყარე თავი. ვერ გავამთელე, ვერ დავკიდე კედელზე, რომ ჩამეხედა შიგნით და დამენახა საკუთარი თავი. ისეთი, როგორიც ვარ ისეთი, როგორიც გავხდი ისეთი, როგორსაც შენ ახლა მხედავ... და დღეს, ჰო დღეს გადავწყვიტე ამეკრიფა ყველა ნაწილი ერთად მოვაქუჩე, დავჯექი ფანჯრის წინ და დავიწყე დალაგება რიგ-რიგობით, ნამსხვრევ-ნამსხვრევ და მიხაროდა როგორც ბავშვს ფაზლის სათამაშოსთან მარტო დარჩენილს... ... ჯერ ისევ ღამეა. გავიფიქრე: "გათენდება მალე" და ბოლო ნამსხვრევი დავუბრუნე საჭირო ადგილს. ... ვდგავარ, შუა ოთახში, დედაჩემი მოდის ნამძინარევი სახით და რაღაცას მეუბნება სამსახურზე, მე კი არ მესმის ისევ ვდგავარ და ვუყურებ საკუთარ თავს აწყლბილ სარკეში.. ვუყურებ და ვხედავ, სულ არ შევცვლილვარ (წვერს თუ არ ჩავთვლით)... "სულ არ შევცლილვარ", ვამბობ და ვშორდები დაბზარულ სარკეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ნორმალური ნაწერია. 3
გუდ ლაქ ნორმალური ნაწერია. 3
გუდ ლაქ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|