 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 19 იანვარი, 2009 |
(*My Space (ინგლ.) - ჩემი სივრცე. პოპულარული ვებ-გვერდის სახელწოდება)
რაც მოხდა, მოხდა! კარგო, განა ჩემი ბრალია, ნურც გამამტყუნებ, ნურც ინაღვლებ განალაღები. მე დავასწარი, განაჩენი გამოვუტანე და დანარჩენებს შევაჩეჩე იარაღები, რათა მრავალი მორეოდა ტყვია, იარა, არეულიყო დანაკოდი და დანასერი. ცოდვას ვერ ვიტყვი, უკან არვის დაუხევია და როგორც იქნა,
მოკვდა ნინო დარბაისელი.
არ დაინანო, თვალი ცრემლით არ დაისველო! განა რაც მჭირდა, ყველაფერი მისგან არ იყო?! რად აიჩემა სიყრმითგანვე, პოეტი ვარო, სათქმელი მაქვსო... რა სათქმელი, რისი სათქმელი! მთელ წელიწადში ერთი ლექსი ეწერებოდა, ბალიშქვეშ მალ-მალ მოსინჯავდა ხელისფათურით. ბოლოს იმ ერთსაც ვეღარ წერდა, იწყებდა სიტყვას და ყმუილზე გადადიოდა.
სულმოუთქმელად განსაცდელში მიმაქანებდა. ვერ მოვერიე, არ იქნა და არ მოიშალა სხვის შესაქცევად თავის გვემა, ცრემლი მდუღარე. ვერ შევასმინე, რომ არავის არ სჭირდებოდა, დევნა-მალვაში დავბერდი და გადავიღალე.
დე, ახლა სხვებმა იდაონ და ისაცოდაონ, სხვებმა დააცხრონ სიტყვა-თქმათა აურზაური, ეძიონ ბნელში სიტყვის ფერი, ხმაურში - ჟღერა, უმბარ ამბარში უებარი იცნონ სურნელი, უსინჯონ სიტყვას მიმოხვრა და სახეცვლილება ზომონ და წონონ, გინდ იწონონ, გინდა იწუნონ!
მე კი წავალ და “მაი სფეისში” დავიკარგები. მეც მომერგება ის თარგები, ყველას სარგები. მეგებებიან აღტაცებით ყმაწვილ-კაცები, დაუნანებლად გულს მიშლიან ტოლი ქალები. ვირტუალური არსებობა ნამდვილს სჯობია! ისე მშვიდია ჩემი სივრცე, ისე დაცული, ამოვისუნთქე. რა მაქვს საშიშ-საკანკალები?! ანტივირუსით შევკარ, კარგო, ყველა კარიბჭე, ხოლო საეჭვოს და უცნაურს არც ვეკარები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მართლაც კარგია :) 5 მართლაც კარგია :) 5
16. გიხარე, ფლე-ში ძვირფასო! საინტერესო შენიშვნაა.დავფიქრდები. ლოგიკურ -ინტონაციური მახვილის პრობლემა დგება, რადგან რთული კონსტრუქციის წინადადების ნაწილია და ამის გამო ზემოთაც ცვლილებებს მოითხოვს.უნდა მოვიფიქრო, როგორ გადავაწყო. გიხარე, ფლე-ში ძვირფასო! საინტერესო შენიშვნაა.დავფიქრდები. ლოგიკურ -ინტონაციური მახვილის პრობლემა დგება, რადგან რთული კონსტრუქციის წინადადების ნაწილია და ამის გამო ზემოთაც ცვლილებებს მოითხოვს.უნდა მოვიფიქრო, როგორ გადავაწყო.
15. ქალბატონო, ნინო! "მაი სფეისი" ჩემი უსაყვარლესი ლექსია. თუკი ჩემს მოკრძალებულ აზრს გაითვალისწინებთ ამ სტიქონის-"მე კი წავალ და "მაი სფეისში დავიკარგები", ყურთასმენას უხეშად მოხვედრილი ზედმეტი ხმოვნის გამო, ამგვარად გადაკეთება შეიძლება: "მაი სფეისში" მე წავალ და დავიკარგები". შესაძლოა ვცდები. და თუ ასეა, მომიტევეთ. ქალბატონო, ნინო! "მაი სფეისი" ჩემი უსაყვარლესი ლექსია. თუკი ჩემს მოკრძალებულ აზრს გაითვალისწინებთ ამ სტიქონის-"მე კი წავალ და "მაი სფეისში დავიკარგები", ყურთასმენას უხეშად მოხვედრილი ზედმეტი ხმოვნის გამო, ამგვარად გადაკეთება შეიძლება: "მაი სფეისში" მე წავალ და დავიკარგები". შესაძლოა ვცდები. და თუ ასეა, მომიტევეთ.
13. ვირტუალური არსებობა ნამდვილს სჯობია! ვითომ????:) ვირტუალური არსებობა ნამდვილს სჯობია! ვითომ????:)
12. გილოცავთ დღევანდელ დღეს :) გილოცავთ დღევანდელ დღეს :)
11. გილოცავთ ნათლისღებას! საყვარელო ქალბატონო გილოცავთ ნათლისღებას! საყვარელო ქალბატონო
10. ეს ლექსი ადრეც წავიკითხე სადღაც და მომეწონა:) ეს ლექსი ადრეც წავიკითხე სადღაც და მომეწონა:)
9. მახსოვდა:) 5 მახსოვდა:) 5
8. საინტერესოა!!! ნათლისღებას გილოცავ ნინო!!! საინტერესოა!!! ნათლისღებას გილოცავ ნინო!!!
7. მახსოვს ეს ლექსი, ადრე წმაქვს წაკითხული. საინტერესო იყო, მომეწონა! მახსოვს ეს ლექსი, ადრე წმაქვს წაკითხული. საინტერესო იყო, მომეწონა!
6. გილოცავ ნათლისღებას. აზრიანი, ყოველმხრივ მოწესრიგებული ლექსია, თუმცა ჩემს ფაქიზ სმენას თითქოს სადღაციდან მაინც ნიკო სამადაშვილის ჰანგებიც ჩაესმის... ბოდიში ასეთი დაეჭვებისთვის, ეგებ ვცდები კიდეც! გილოცავ ნათლისღებას. აზრიანი, ყოველმხრივ მოწესრიგებული ლექსია, თუმცა ჩემს ფაქიზ სმენას თითქოს სადღაციდან მაინც ნიკო სამადაშვილის ჰანგებიც ჩაესმის... ბოდიში ასეთი დაეჭვებისთვის, ეგებ ვცდები კიდეც!
5. ნათლისღებას გილოცავ მშვენიერო დებორა! ნათლისღებას გილოცავ მშვენიერო დებორა!
3. მართლა ნიჭიერია დებორა,თანაც_ძალიან! მართლა ნიჭიერია დებორა,თანაც_ძალიან!
2. რა უცნაური ლექსია? და ისე "რაღაცნაირად"დამმუხტა უბრად ვერ ჩავუარე რა უცნაური ლექსია? და ისე "რაღაცნაირად"დამმუხტა უბრად ვერ ჩავუარე
1. 3 ჯერ წავიკითხე და სამჯერვე კითხვის დროს ავირიე. არც კი ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ გილოცავ ნათლისღებას :) 3 ჯერ წავიკითხე და სამჯერვე კითხვის დროს ავირიე. არც კი ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ გილოცავ ნათლისღებას :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|