ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატო სექტემბრელი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2017


ო, როგორ მინდა, შენზე დავწერო

ო, როგორ მინდა, შენზე დავწერო,
და ვერასოდეს გაიგო, რატომ.
მე ხომ იანვრის თვეში დაგტოვე
და თებერვალი გალიე მარტომ.

ო, როგორ მინდა, შენთვის ვილოცო.
მაგრამ არ ვიცი, ვილოცო რატომ.
შენ ხომ გონება ჩემთან დატოვე.
სახლში სხეული წაიღე მარტო.

ო, როგორ მინდა, შენზე გავბრაზდე,
და ვერასოდეს გაიგო, რატომ.
რატომ გაგწირე და მიგატოვე.
და თებერვალი შეგძულდა რატომ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები