ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2017


***(ორიოდე დღის წინათ...)

ორიოდე დღის წინათ,
ქარი იყო ქუჩაზე
და გოგონამ, მიწიდან,
სიმსუბუქე შეიგრძნო.
ვაი, არ დაინახონ ეს მსუბუქი გოგონა.
ეს მსუბუქი გოგონა, ვაი არ დაინახონ.

ეს იმათმა რომელთაც,
მიწასავით უმძიმეს,
გული დააქვთ ოღონდაც,
ვინმეს მიუსამძიმრონ,
რომ გოგონა ხალასი,
აიტაცა ქარმა და
სიფრიფანა სამოსი
ფოთლებივით გახადა.

და გოგონა, ეს მორცხვი,
შიშნარევი თვალებით,
შეიფარეს ცაცხვებმა
ვაგლახით და წვალებით.

და სანამდე ის კაბა,
შეისწორა რაც ეცვა,
უკვე მთელმა ქალაქმა
ყველაფერი იცოდა.

იცოდა რომ ამას წინ
(ქალაქს როგორ უმართლებს)
დედასი და მამასი
გოგო დაამუნათეს.

ორიოდე დღის წინათ,
ქარი იყო ქუჩაზე
და გოგონამ, მიწიდან,
სიმსუბუქე შეიგრძნო.
ვაი, რომ დაინახეს ეს მსუბუქი გოგონა.
ეს მსუბუქი გოგონა ვაი, რომ დაინახეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს