 | ავტორი: მაა.საა. ჟანრი: პოეზია 30 მარტი, 2017 |
სხვა დღეებში, სხვა დროს,ოდესმე...სხვა დღეებში, სხვა დროს,ოდესმე...კარგი ალბათ ყველაფერი სხვანაირად დამთავრდებოდა რომ არ მეთქვა სიტყვა- კარგი, კარგი, არც დათანხმებას ნიშნავს და არც უარყოფას კარგი ეს არის შეგუება, დათმობა იმისა, რამაც უკვე დიდი ხანია დაკარგა ფასი რაც უკვე კარგა ხანია იქცა თაროზე შემოდებულ, თავის დროზე ბევრჯერ გადაკითხულ და ახლა უკვე მტვერმოკიდებულ წიგნად, რომლის გადაშლის აღარც სურვილი გაქვს, არც დრო და არც ძველი განცდების გახსენების თავი სხვა დღეებში, სხვა დროს,ოდესმე...სხვა დღეებში, სხვა დროს,ოდესმე...კარგი მეუბნები ღამით, მკოცნი, გადაბრუნდები და იძინებ... ღამით როცა გიყურებ, უფრო სწორად შენ ზურგს, ვფიქრობ რომ დილით ყველაფერი შეიცვლება, რომ დილით დადგება ის სხვა დრო, სხვა დღე, ის ოდესმე, რომელსაც ამდენი ხანია ველით ხოლო დილით..დილით კი ყველაფერი ისევ თავის ადგილას მხვდება გარდა ზურგისა შენ ადგილს უკვე წოლისგან დაჭმუჭნილი ბალიში იკავებს,რომელსაც კვლავაც აქვს შერჩენილი შენი სუნი და ღამის ფიქრების კვალი ალბათ ღამით უფრო სხვანაირად ვხედავთ სამყაროს ვიდრე დღისით... შენი ყოველი წასვლა ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს,რომელსაც თან გასდევს ფონად კარის გამოკეტვის ხმა, ერთ დროს რომ გულს მიჩქარებდა და მოლოდინით მავსებდა, ახლა კი მხოლოდ ღიმილს მგვრის, ღიმილს,რომელიც უფრო შეგუებას გავს ვიდრე სიხარულს სხვა დღეებში სხვა დროს..სხვა დღეებში სხვა დროს ოდესმე,კარგი...ლოცვასავით ვიმეორებ ლოცვას, რომელიც ერთ დროს შენი წასვლისას ატირებისგან მიცავდა, ახლა კი მხოლოდ ჩვევაში გადაზრდილ,გამოუსადეგარი რიტუალის ნაწილად იქცა... ყველა ლოცვა კარგავს ძალას და უფასურდება, როცა მლოცველი ხსნისთვის სხვა გზას პოულობს თუნდაც იმ გზას, რომელსაც შეგუებამდე, სიცარიელემდე მიყავხარ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შენი ყოველი წასვლა ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს,რომელსაც თან გასდევს ფონად კარის გამოკეტვის ხმა, ერთ დროს რომ გულს მიჩქარებდა და მოლოდინით მავსებდა, ახლა კი მხოლოდ ღიმილს მგვრის..
მომეწონა. შენი ყოველი წასვლა ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს,რომელსაც თან გასდევს ფონად კარის გამოკეტვის ხმა, ერთ დროს რომ გულს მიჩქარებდა და მოლოდინით მავსებდა, ახლა კი მხოლოდ ღიმილს მგვრის..
მომეწონა.
1. "კარგი - ეს არის შეგუება, დათმობა იმისა, რამაც უკვე დიდი ხანია დაკარგა ფასი"- ასეა, ასე.
მომწონს ამ გვერდზე ისეთი რამეების კითხვა, რაც, ზოგადად, არ მომწონს ხოლმე :)
"კარგი - ეს არის შეგუება, დათმობა იმისა, რამაც უკვე დიდი ხანია დაკარგა ფასი"- ასეა, ასე.
მომწონს ამ გვერდზე ისეთი რამეების კითხვა, რაც, ზოგადად, არ მომწონს ხოლმე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|