***
ბნელი 90-იანი წლები. ამ რამოდენიმე სიტყვით ადამიანთა მეხსიერებაში უამრავი კადრი ერთობლივად მოიყრის თავს. საშინლად ქაოტური მდგომარეობა ქალაქში და ერთმანეთის მონაცვლეობით შეწყვეტილი გაზი, შუქი და წყალი. უმუშევრობის პიკი, დაუსრულებლი ჯაჭვივით განლაგებული პურის რიგები და მომავლის იმედათ დარჩენილი ადამიანები, რომლებიც საკუთარ ლუკმაპურსაც კი ერთმანეთს უნაწილებდნენ. ერთნაირად შეხვდებოდით როგორც ადამიანობის დასაფასებელ ქმედებებს ასევე არა ადამიანობის ნათელ მაგალითს. ნახავდით თუ რა თამამად დათარეშობდა შეიარაღებული ახალგაზდობა ქალაქის ქუჩებში და რა ფასად უჯდებოდა უსახსროდ დარჩენილ მშობლებს მცირე წლოვანი შვილების აღზრდა. ქვეყნის სათავეში კი ბურუსით მოცული წარსული მქონე ადამიანები იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არაფრით ცვლიდა აწმყოს უკეთესობისკენ. ბავშვობის მოგონებებში შესაძლოა ადამიანს არა ერთი კადრი ღრმად ჩაებეჭდოს მეხსიერებაში, მე კიდევ პირიქით დამემართა. მე სუნიც კი მახსოვს. სახლი გაჟღენთილი იყო ნავთის არასასიამოვნო სუნით ხოლო იმას თუ რას ამზადებდა დედა ოთახის ბოლოში, რთულად თუ გავარჩევდი მოსაღამოებულს საშინელი სიბნელის ფონზე. ბევრჯერ ისაც კი მინახავს თუ როგორ დაჰყურებდა დედა ცარიელ საფულეს და ეს ცრემლები მის სახეზე სულს უხუთავდა რათა არ იცოდა ხვალ რა გველოდა. ხვალ ალბათ პურიც კი არ გვექნებოდა, არამც თუ საჭმელი. საერთო ჯამში, რომ არა ქალბატონი ელენეს გულისხმიერება ჩვენ ალბათ ახლა აღარც კი ვიარსებებდით. მან პირდაპირ ქუჩიდან წამოიყვანა და შეიფარა დედა. შემდეგ კი ჩემს აღზრდაშიც აქტიურად ეხმარებოდა მას. მამაჩემი არ გარდაცვლილა ის მოკლეს. დედას ზუსტად არასდროს მიყვებოდა თუ სად და რა სიტუაციაში მოხდა ეს ყველაფერი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მან მამა სახლის სადარბაზოსთან იპოვა სისხლის გუბეში მწოლიარე. მესმოდა თუ როგორ უყვებოდა ქალბატონ ელენეს ამ ისტორიას და თუ რამდენს ხანს ჰყავდა მიკრული მეუღლის უსულო, გაციებული სხეული ტანზედ. საშველი არც მაშინ იყო და არც ახლაა. ის დიდი ხნის დაღუპული აღმოჩნდა. დედა მაშინ 18 წლის იყო, როდესაც მეორე დღესვე მეუღლის მშობლებმა ორსულ ქალს სახლის წინ ჩემოდნები დაულაგეს . "ბაჩო მკვდარია, შენ თავისუფალი ხარ" და კარი მიუხურეს. წასასვლელიც არსად იყო, როგორც ფული და ასე აღმოჩნდა 18 წლის გოგო ღია ცის ქვეშ. ბევრი რამის გატანა მოუხდა, თუმცა ამან უფრო განამტკიცა მისი სულიერი მდგომარეობა და საერთოდაც არ მიცემულა სასოწარკვეთას. თვეების შემდეგ არც არაფერი შეცვლილა და ის ისევ გარეთ იყო ბედის ანაბარად დარჩენილი. ნეტავ ვიცოდე რას გრძნობდა და რას განიცდიდა ან საერთოდაც საიდან ამხელა ძალისხმევა ახალგაზრდა გოგოს. ბევრი ალბათ უპატრონო ბავშვთა სახლში მიკრავდა თავს და თავისუფლად განაგრძობდა ცხოვრებას. მან სხვა გზა აირჩია და სწორედ ამიტომაც ვაფასებ მას. ჩემთვის ის ბევრ მამაკაცზე ძლიერი და შეუპოვარია. გმირი დედაა, უდაოდ. ახლა რატომღაც ერთი ისტორია ამომიტივტივდა გონებაში. სულ რაღაც 5 წლის ვიქნებოდი, როდესაც საღამოს ქუჩაში სეირნობისას უცნობმა ქალმა გაგვაჩერა მე და დედა. ქალი თავიდან ბოლომდე შავებში იყო შემოსილი, ოდნაც გახუნებული თავსაბურავით, რომელიც შევერცხლილ თმას ნახევრად უფარავდა. რამოდენიმე წამს მდუმარედ შემოგვცქეროდა ორივეს, შემდეგ კი დედას ჩაუჯინდა გინდა თუ არა გიმკითხავებ შენს მომავალსო. დედამ რამოდენიმეჯერ ზრდილობიანად სცადა მისი თავიდან მოშორება თუმცა ქალი არ ნებდებოდა. ბოლოს ყურადღება ჩემზე გადმოიტანა. ნუთუ შენი შვილის მომავალი მაინც არ გაინტერესებსო, არ უნდა იცოდე რისგან უნდა დაიცვა მომავალშიო. დედამ თავი უსიამოვნოდ გაიქნია, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდა და ქალმაც მაშინვე ჩემს ხელისგულს დაუწყო ცქერა. მისი საუბარი ძალიან უაზროდ მოგვეჩენა -არ ვიცი რატომ მაგრამ შენ ვერ გხედავ შენი შვილის მომავალში. სად უჩინარდები არც ვიცი. ბიჭს რაც შეეხება ბავშვობიდან დაწყებული უიღბლოობა დიდხანს არც მოშორდება. წარუმატებლობა და რთული ბარიერები მას ხშირად შეუქმნიან პრობლემას. მაგრამ... -რამოდენიმეჯერ აქეთ-იქით გადააბრუნა ხელისგული - ის იქნება მესიასავით თუ ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამითვლი. მოვა დრო და ის ბევრის ცხოვრებას შეცვლის. ხალხს სიყვარულსა და სიკეთეს დაუბრუნებს ხოლო საპასუხოდ არც არაფერს მოელის მათგან. ღმერთი მასზედ მოიღებს წყალობას და ის ახალ ისტორიას შექმნის. -ამ სიტყვების შემდგომ თავზე ხელი ფრთხილად გადამისვა და გაბრწყინებული თვალებით დედას შეხედა. -მასში სიყვარულის ნათელ ფერებსა და ბრწყინვალებას ვხვდავ. იმდენად კაშკაშა, სუფთა და ნათელ სულს, რომ ვერ კი აღგიღწერ სიტყვებად. -დედამ ყოველგვარი პასუხის გარეშე ხელი მომკიდა და ქალს გამომარიდა. მაშინ ვერ მივხვდი თუ რა არ მოეწონა მასში ან იქნებდა საერთოდაც შეაშინა მისმა გაურკვეველმა საუბარმა. ქუჩა სწრაფად გადავკვეთეთ ხოლო თავსაფრიანი ქალი დიდხანს შემოგვყურებდა შორიდან, სანამ თვალს არ მოვეფარეთ.
*** ალბათ ნებისმიერი მკითხავდა თუ რა მახსენდება კიდევ. მახსოვს ის, რომ სიმარტოვისა და მარტოდ დარჩენის მეშინოდა. შიში დღემდე მოსვენებას მიკარგავს. ცხოვრებაში არა ერთხელ დავრჩენილვარ მარტო, ყველასგან მივიწყებული მაგრამ ახლა ასე აღარ არის. იცვლება მდგომარეობა და წარსულის შიშები დავიწყებას მიეცემა ნელ-ნელა. გამოგიტყდებით იმაშიც, რომ ახლა ბედნიერი ვარ, როდესაც ვიაზრებ რომ მე აღარ მოვკვდები უსიყვარულოდ ხოლო ჩემი ნაწერები არ გაქრებიან მის ავტორთან ერთად. არა აქვს მნიშვნელობა რისი გადატანა მომიხდა რათა აქამდე მოვსულიყავი. მთავარია, რომ მე აქ ვარ და მოვედი! და არ წავალ იქამდე სანამ ხალხის სახეზე ბედნიერებისგან გამოწვეულ ღიმილს არ დავინახავ. ალბათ ვერც კი ხვდებით თუ რას ნიშნავს ჩემთვის სხვისი ბედნიერება?! ეს ჰაერივითაა... და რომ არა ის, ჩემი სასტიკი ყოფა მომიგუდავდა სულს. ჩვენ დრო კი არა, ცხოვრება გვკლავს. ხანდახან საკუთარ თავს თავადაც ვსპობთ. და თუ ერთმანეთს მოვუსმენთ... და თუ ერთმანეთს ვირწმუნებთ ჩვენ ვიქნებით ჰაერი ერთმანეთისთვის და ვერ გადავდგამთ ნაბიჯს უერთმანეთოთ, რადგან სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების გარეშე, უბრალოდ სუნთქვას შევწყვეტთ.
***
თბილისი. შემოდგომა / 2017 წელი
იმ დღეს წვიმდა. ღია ცის ქვეშ ვიჯექი პარკის მახლობლად, როდესაც ახალგაზრდა გოგონა ქოლგით ხელში მომიახლოვდა . -დასველდებით... -უკვე დავსველდი! -ვუთხარი მას. -ქოლგა მაინც გამომართვით. -მადლობთ, მაგრამ წვიმა მიყვარს. -წვიმა მეც მიყვარს, მაგრამ... -მაგრამ ქოლგა გიკავიათ. -რაზეც მას გაეღიმა. -კი, რადგან ძალიან წვიმს. -ახლა თქვენც ძალიან დასველდებით თუ ქოლგა დიდხანს გექნებათ დაკეცილი. -უბრალოდ, თქვენი დახმარება მინდოდა. -დახმარება? -დიახ, რომ არ დასველებულიყავით. სულ ესაა. -მე ვერავინ დამეხმარება. -არ ვიცი რაზე მელაპარაკებით, მაგრამ მე შემეძლო. -ადამიანებს ხშირად ეხმარებით? -არ ვიცი. შეძლებისდაგვარად. -და თუ არ შეგიძლიათ? -მთავარი სურვილია -მშვიდად მომიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -სკამი სველია! -მეც ხომ მიყვარს წვიმა - და ქოლგა გვერდზე გადადო. -ალბათ ასეა. -რატომ გგონიათ, რომ არავის შეუძლია თქვენი დახმარება? -იმიტომ, რომ მე ვკვდები. -ყველასთან ასეთი გულახდილი ხართ? -არა. -აბა სიკვდილი გაშინებთ? -არა. არც მისი არ მეშინია. -მაშინ ჩემის აზრით მხოლოდ ადამიანების რწმენა დაგიკარგავთ. -მაპატიე, მაგრამ ისევ ცდებით. მე რეალობასთან აღქმას ვკარგავ ნელ-ნელა და სწორედ ამიტომაც ვარ აქ. მინდა ყოველი წვეთი ვიგრძნო ჩემს სახეზე, ყოველი შეხება რაც მასთან მიმაახლოვებს. გარშემო ყველაფერი ბევრად უფრო ძვირფასი გახდა ვიდრე აქამდე იყო. მინდა ყველაფერი ნათლად ვიგრძნო რათა დიდხანს გამყვეს ეს ემოციები. ადამიანებთან კი მხოლოდ ის ვარ, ვინც ვარ. არავინ არაფერი იცის ჩემს შესახებ და ასეც უნდა იყოს. არ მსურს ვინმეს ვებრალებოდე და ჩემს ირგვლივ მოჩვენებითი თანაგრძნობით დამტრიალებდნენ თავთ. მე ეს არ მჭირდება. -აბა რა გინდათ? -გულწრფელი ღიმილი. ისეთივე უბრალო, მაგრამ ნამდვილი ღიმილი როგორიც ეს წვიმის წვეთია. -ჩვენს დროში მგონი ზედმეტად ბევრს ითხოვთ -ღიმილნარევად თავი გაიქნია გოგონამ მეტი დამაჯერებლობისთვის. -ასე მგონია. -იცი, მაგაზეც მიფიქრია. ადამიანებს თუ ზუსტად იმას ეტყვი რისი მოსმენაც სურთ მაშინ ისინი ბედნიერები იქნებიან. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ყალბია და ასე არ შეიძლება მოქცევა. -ადამიანთა ნახევარი ხომ ისედაც ასე იქცევა? -კი, რადგან მათაც ასე ექცევიან. ეს ყველაფერი კი ერთი დიდი ჯაჭვია. -და ბოლოს? -გაურკვეველი პასუხის მოლოდინში თვალებში შემომხედა. -ბოლოს გამოჩნდება შენნაირი გოგონა, ქოლგით ხელში და ხვდები, რომ ყალბი არც მისი ყურადღებაა, არც ქოლგა და არც ეს მშვენიერი წვიმა. უყურებ მის სიკეთით სავსე ღიმილს და ხვდები თუ ვისთვის განაგრძობს სამყარო არსებობას დღემდე, ხოლო წვიმა... წვიმა, დაუსრულებელ თქეშს. შენთვის!
***
წვიმამ გადაიღო. გოგონას გამოვემშვიდობე და გოგას სანახავად საავადმყოფოსკენ გავუყევი გზას. გამოგიტყდებით იმაში, რომ გოგაში ბევრ ჩემსას ვხედავ და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი მასთან ასეთი დაახლოების. ეს არ არის რაღაც აკვიატება, უბრალოდ არ მინდა მან ნახოს და განიცადოს ის, რაც ცხოვრებამ ჩემზე "უხვად მოიღო". და თუ მე ვერ შევქმნი ახალ ისტორიას, მსურს ერთი ადამიანის ისტორია მაინც შევცვალო უკეთესობისკენ. ეს ჩემი ერთგვარი მისიაცაა ასე, რომ ვთქვათ. დაკარგულია ყოველი ისეთი დღე, რომელიც არანაირ სიახლეს არ მოიტანს შენს ცხოვრებაში. სიახლეები თავადაც უნდა ეძიო, რადგანაც ცხოვრება არაფერია შენი მონდემების გარეშე. ადამიანების დახმარება კი მოწოდება უნდა იყოს, სულიერი ძახილი და არა სიახლისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. თუ ეს ყველაფერი უბრალოდ არ გსურს, მაშინ სჯობს არც აკეთო და "დატკბე" შენი ამ უბრალო არსებობით. ამით დიდად არაფერიც არ შეიცვლება მანამ, სანამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ძალუძთ აკეთონ ისეთი საქმეები, რომელიც ქვეყნიერებას დაუბრუნებენ იმ ნათელ ფერებს რითაც სულდგმულობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სიყვარული -სიყვარულის ნათელ ფერებს...
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა, მუხა ასეთი სიტყვებისთვის. მადლობა, მუხა ასეთი სიტყვებისთვის.
3. არსებობენ კეთილი ადამიანები და და ეს შენ კარგად შეგიმჩნევია. ოპტიმისტური განწყობა მოქვს ამ ნაწარმოებს და მომწონს. უმრავლოს საქართველოს ამ ავტორისთანები. არსებობენ კეთილი ადამიანები და და ეს შენ კარგად შეგიმჩნევია. ოპტიმისტური განწყობა მოქვს ამ ნაწარმოებს და მომწონს. უმრავლოს საქართველოს ამ ავტორისთანები.
2. მადლობ, ქეთი. გამიხარდა ამის წაკითხვა შენგან ))) მადლობ, ქეთი. გამიხარდა ამის წაკითხვა შენგან )))
1. გიორგი, ეს დანარჩენ თავებს ჯობია. :-) :-) :-) გიორგი, ეს დანარჩენ თავებს ჯობია. :-) :-) :-)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|