ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2017


მალაყი (ქამარი1)


მზე არ იქნება, იქროლებენ შენი ქარები.
გზა არ იქნება, დაგაფეთებს ღამე უშვერი.
წყალში გახსენი ზნენაკლული შენი სიზმარი;
მოლოდინისგან იქნებ თავი გადაირჩინო.
არ დაიჯერებ - გაიჩეხა თურმე ედემი,
თურმე დედებსაც გაუშვილეს ყველა მებაღე.
არ გიფიქრია უსაშველოდ რისთვის ედები
ღობეს და ყორეს. დაგიხურეს რაც კი შეაღე
ალაყაფები, დარაბები, შუშაბანდები.
სხვა ნარგავებმა აითვისეს ახლა მიდამო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები