ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2009


შენ ჩემმა შვილმა რომ გითხრას დედა

მე არ ვიცოდი რომ სილამაზე,
გაფრინდებოდა ვითარცა ეტლი,
რომ ბოროტია ზოდჯერ სინაზე
რომ გავხდებოდი მე მისი მსხვერპლი.

რომ უთხრას მთვარემ განათებულმა,
ეს ტრაგედია ვარსკვლავებს ზედა,
კვლავ დაიღალა ოცნებით გული,
შენ ჩემმა შვილმა რომ გითხრას დედა...

ზვავი ჩამოწვა აქ მთაწმინდაზე
და მტკვარი მიხმობს ადიდებული,
ახლა მეგულვი ეგვიპტის ცაზე
პირამიდაზე დგეხარ ქებული,

თბილისში ისმის ზარი სამების,
თბილისში ისევ სიცოცხლე მიყვარს,
აქ წამალია ჩემი წამების,
აქ ქეიფი და სიმღერა მხიბლავს.

ისევ სიჩუმე მეძახის გარეთ
და მახსენდება წლები გასული,
ქალაქში სადაც გიცნობდი ადრე,
უკვე სევდაა უკვე წარსული...

ნისლები ფარავს ყვავილებს უცნობს
და სანუგეშოდ მრჩება ლერწამი,
მაშინ მიყვარდი ახლა ხარ უცხო,
არ შეიძლება დაბრუნდეს წამი?

აი შეხედე ჩემი ცრემლები
მდინარედ მტკვარში ჩაედინება,
თუ ერთხელ ვნახე შენი ხელები
ჩემს ბოროტებას ჩაეძინება.

შუადღეა მაგრამ ბნელდება ირგვლივ,
მეგობრობს ჩემთან მთები შატილის,
შენი სიტყვები სულ ერთად ვივლით
რას იზამ ნიჭი გქონია ტყვილის...

ძვირფას ბაგეებს ეხება სიო,
და დიდი მთები შენთვის ამღერდა;
გჯეროდეს მფრინავს მე დავეწევი,
შენ ჩემმა შვილმა თუ გითხრა დედა.

მოსაღამოვდა ვედრება დარჩა,
სადარის შენი უძირო ბინა?!
აქაც ერთი დღე კვლავ დაიხარჯა
მაგრამ გრძნობა ვერ დამათმობინა.

ისევ ეხვევა ქალაქს ჭადრები,
რა ამინდია?უმართლებს დღენი
თუ შვილის დედას მოვენატრები
დიდი იქნება ეს შენაძენი...

თვალი დახუჭა მთაწმინდამ უკვე
და გათენების სიონი ქრიან,
არ მინდა ვინმეს რამე მოვუყვე
რადგან ვიცი რომ არ მეძახიან.

აი დაეტყო ბალახებს ცვარი
და სინათლეზე ლალივით ბრწყინავს,
მარტო მე მესმის ეს საუბარი,
რადგან ჩემს გარდა სუყველას სძინავს,

სულ ცოტა დარჩა გათენებამდე,
ცას თეთრი მთვარე ფიფქივით ელავს,
კვლავ შენთან ცხენის გაჭენებამდე
შავი ზღვა ლურჯი ტალღებით ღელავს.

რომ უთხრას მთვარემ განათებულმა,
ეს ტრაგედია ვარსკვლავებს ზედა,
კვლავ დაიღალა ოცნებით გული,
შენ ჩემმა შვილმა რომ გითხრას დედა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები