ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2017


ჩაიფსი

ჩაიფსი ქართველო დედავ,
რომ ნახონ შენმა შვილებმა,
რომ შენც ადამიანი ხარ,
რომ შენც მოკვდავი ხარ,
ჩაიფსი ქართველო ერო,
მასობრივად ჩაიფსი და შარდს გაატანე ყველა შეკავებული კომპლექსი და გულისწყრომა,
განა აქამდე არ გეფსიოდა? აქამდეც მაგრად გეფსიოდა,
და განა აქამდე არ გეჯვიოდა? ძალიანაც გეჯვიოდა ჩემო საყვარელო ხალხო,
მაგრამ მტრისთვის არ გინდოდა დაგენახვებინა,
რომ ბუნებრივი მოთხოვნილებები შენც გაქვს,
არ გინდოდა გეჩვენებინა,
რომ შენც ისეთივე მოკვდავებისგან შედგები, როგორც სხვა,
ამიტომაც გამოიგონე მითი, რომ ქართველები არ ფსამენ,
არ ჯვამენ და დაყოფით მრავლდებიან მიკრობებივით,
გამოიგონე მითი, რომ ქართველი ქალი არ მასტურბირებს და მისი ადგილი მხოლოდ სუფრაზე,
სადღეგრძელოშია და რა თქმა უნდა სამზარეულოში,
რეალობის კონკრეტულმა ვითარებამ,
და შემდეგ უკვე რეალობისვე ქრონიკულმა უარყოფამ,
იქამდე მიგიყვანა ქართველო ერო,
რომ რეალობა შენთვის მოგონილი ამბავი გახდა,
რომელიც ყველამ იცის,
მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება,
იქამდე იკავებდი შარდს,
სანამ საკუთარმა შარდმა მოწამვლა არ დაგიწყო.
განა ბუნებრივი მოთხოვნილებები იმ ღმერთის შექმნილი არაა,
რომელსაც ასე გულმოდგინედ ემსახურებიან შენი სათაყვანებელი მღვდლები?!
ასე რომ ჩაიფსი, მაგ ჩოხაშივე ჩაიფსი,
მაგ კოსტუმშივე,
კაბაშივე,
იმ მანქანაშივე,
რომლითაც სამსახურში მიდიხარ.
გეფსია?
გაუშვი, დაისვენე, ყველაფერი მოგვარებადია,
ყველაფერი გამოსწორებადია,
შარდი აიწმინდება მანქანიდანაც, ჯიპიდანაც,
ნუ შეიკავებ დათქმულ დრომდე თავს,
ნუ დაელოდები მეორედ მოსვლას,
რომ მერე მოფსა,
ახლაც შეიძლება,
ახლავე შეიძლება იყო ბედნიერი იმით რაც გაქვს,
ვინც გყავს..
დედაშენიც ფსამს, მამაშენიც ფსამს,
ისინიც იყვნენ ბავშვები და ისევე მოურიდებლად იფსამდნენ როგორც შენ,
ისინიც უყურებდნენ იმავე იაფფსაიან პორნოგრაფიას ახლა შენ,
რომ უყურებ,
ისინიც ღელავდნენ,
როცა მშობლები სჯიდნენ და მაშინაც ღელავდნენ გამოცდებზე,
რომ უნდა წასულიყვნენ,
პირველი სექსის დროსაც ღელავდა დედაშენი,
მამაშენი ნაკლებად, რადგან უბნის ყველა გოგო მოიარა,
ლამაზიც და არცთუ ლამაზიც.
ახლა მზესუმზირას, რომ ყიდის ეზოში,
მაგ ბებიასთანაც იყო,
რადგან მამაშენი შენხელა, როცა იყო, მაშინ ეგ ქალბატონი უბნის ყველაზე მაგარ „ნაშად“ მიიჩნეოდა, შლაქსებსაც იცვამდა და დეკოლტეებსაც...
ჩაიფსი ქართველო გოგოვ,
ისე ჩაიფსი ჯერ რომ არ ჩაგიფსამს,
იმ პირველი პაემანის გამო ჩაიფსი ყველაფერი კარგად რომ დამთავრდა,
შენი სევდისა და დარდის გამო ჩაიფსი,
ყოველდღიურად რომ გჭამს და გხრავს,
იმაზე ფიქრი შეძლებ თუ არა ადამიანობას,
ამის გამო ჩაიფსი, რადგან უკვე ადამიანი ხარ,
იმ დღის გამო ჩაიფსი,
შენს კლასელს ლექსი, რომ დაუწერე,
იმან კი წაუკითხავად, რომ დაგიხია,
შენი მშობლების გამო ჩაიფსი,
შენი მეგობრების სიას,
რომ აკონტროლებენ და დღედაღამ ჩაგჩიჩინებენ თუ ვინ უნდა მოგეწონოს და ვისთან ერთად ჩისუნთქო და ვისთან ერთად გააკუო..
ჩაიფსი ქართველო ბიჭო,
შენი აუხდენელი ოცნებების გამო ჩაიფსი,
პირდაპირ მისაღებში ჩაიფსი, სტუმრების თვალწინ,
რომლებიც ახალგაზრდების სადღეგრძელოს ამბობენ და საერთოდ კი ისე იქცევიან,
თითქოს იმხელები დაიბადნენ რამხელებიც ახლა არიან,
ნამდვილ სიტყვას არ იტყვიან და არ გაიღიმებენ გულწრფელად,
მხოლოდ ტუჩებს წელავენ,
თვალებში კი ისეთი მძიმე მზერა აქვთ,
თითქოს მთელი დღე პირამიდის მშენებლობისვის ეყურებინოთ,
მათ თვალწინ ჩაიფსი და დააფსი მათს თვალწინ იატაკს თუ მიწას,
აჩვენე თუ როგორი მამრი ხარ,
მათ თვალწინ მონიშნე შენი ტერიტორია და უთხარი,
რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მათი არაა და როდისმე ისინიც იმავე მიწაში ჩავლენ რომელზეც ახლა შარდავ,
ჩააშარდე მამაშენის ფეხსაცმელებში,
რათა წინა დღის ნაბახუსევმა გაიხსენოს,
რომ კვირაში ერთი დღე მაინც დაგითმოს და ის იმხელა ღიპი თან, რომ დასთრევს მეორე ტანივით,
დირექტორის მოადგილეებთან ერთად ქეიფის ნაცვლად შენთან ერთად ვარჯიშში დაიპატარაოს,
ჩაიფსი ქართველო დედავ,
შენი შვილების თვალწინ ჩაიფსი,
შენი ქმრის თვალწინ ჩაიფსი,
რომ ნახონ შენმა ქმარ-შვილმა, რომ შენც ქალი ხარ,
შენც გაქვს ხორცი და სურვილები,
რომელთაც შენი ღიპიანი ქმარი ვეღარ გიკმაყოფილებს,
რადგან ისედაც ძლივს პოულობს გასიებული ღიპის ქვეშ თავის მამაკაცურ ღირსებას.
ჩაიფსი ქართველო კაცო, გადააფსი კი არა,
ჩაიფსი პირდაპირ ქუჩაში,
პირდაპირ შენი შეყვარებულის თვალწინ,
ცოლის თვალწინ, შენი ძმაკაცების თვალწინ,
მშობლების თვალწინ,
რომელთაც ყველაფერი გააკეთეს,
რომ არასდროს ჩაგეფსა,
ამაყად,
თავდაჯერებულად,
გულმოდგინედ,
კაცურად,
მგრძნობიარედ,
შენი კაცური,
ადამიანური მგრძნობიარობით,
ჩაიფსი და თქვი,
სადღეგრძელოსავით თქვი:
მე შენ მიყვარხარ სამყაროვ, ღმერთო, დედამიწავ, ჩემო სამშობლოვ,
მე შენ მიყვარხარ, ჩემო ქართველო ერო,
მე შენ მიყვარხარ და ამიტომაც ვფსამ შენზე,
რადგან რაც მომეცა იმას გიბრუნებ, ისე გიბრუნებ, როგორც შევძელი,
როგორც თავად მასწავლე, არ ვარ დამნაშავე, რომ ოქროს არ ვშარდავ,
ეს ისაა, სწორედ ისაა, ის ნატურალური შარდმჟავა და მარილია,
ქართული თირკმელებიდან გამომუშავებული სითხე
და მე ბედნიერი ვარ რომ მოფსმა შემიძლია, ასე იოლად...
ასე ბუნებრივად...
პირდაპირ ამ ქართულ საზოგადოებაში,
ქართულად მწვანე მინდორში..
ფშშშშშშშშშშშშშსსსსსსსშშშშშშშშშშშშშშშშშშსშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშსსსსს სს სს..
ამოვისუნთქეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები