ატყდა გნიასი ეზოში, - არსად ჩანს თეთრი ჭუჭული! სად არ ეძებეს, გაჩხრიკეს ყველა კუთხე თუ კუნჭული.
ვიშვიში გააქვს დედა ბატს, ლოყებს იხოკავს ქოჩორა; თავლიდან ზეცას ახედა თვალცრემლიანმა ჩოჩორმა.
ქორი ვერ მოგვტაცებდაო, - ტრაბახობს ჭროღა ციცარი, - არ გახსოვთ, ერთხელ, იმ ლეგას ვუმტვრიე გულის ფიცარი!
უეცრად წნელის ღობეზე, ძაღლი გადმოხტა, ბროლია, - ნუღარ მოსთქვამთო, დაბრუნდა, შემთხვევით რუს ჩაჰყოლია.
და ისიც შემობატბატდა, დედისერთა და ნუგეში, - მაპატიეთო, გოჭებთან ვჭყუმპალაობდი გუბეში!
ეს თქვა და ტალახიანი ნისკარტი დაბლა დახარა, შეუნდეს! აბა, რა ექნათ? - ერთი ჰყავთ და თან პატარა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. გაიხარე შატილიონო. გაიხარე შატილიონო.
17. პატარებს ძალიან გაახარებს ეს ლექსი! მშვენიერია!
პატარებს ძალიან გაახარებს ეს ლექსი! მშვენიერია!
16. მშვენიერია. მშვენიერია.
15. მადლობა მანჩო. მადლობა მანჩო.
14. ლამაზად და საინტერესოდ გადმოცემული... მომწონს,თაზო :) +5 ლამაზად და საინტერესოდ გადმოცემული... მომწონს,თაზო :) +5
13. მადლობა ყველას. გამიხარდა თქვენი შეფასება და გამოთქმული აზრი. მადლობა ყველას. გამიხარდა თქვენი შეფასება და გამოთქმული აზრი.
11. ძალიან კარგია, არის ერთი-ორგან გაცვეთილი ფრაზები, მაგრამ საერთო ჯამში არც კი ემჩნევა. ბოლოს წინა სტროფი ძალიან მომეწონა. ხუთ ქულას ვტოვებ აქ.
ძალიან კარგია, არის ერთი-ორგან გაცვეთილი ფრაზები, მაგრამ საერთო ჯამში არც კი ემჩნევა. ბოლოს წინა სტროფი ძალიან მომეწონა. ხუთ ქულას ვტოვებ აქ.
10. კარგია თაზო, ძალიან ლამაზი ლექსია! კარგია თაზო, ძალიან ლამაზი ლექსია!
9. ძალიან ლამაზია! ძალიან ლამაზია!
8. გაიხარე ფლორენცია ეს დიდი დაფასებაა და დიდი მადლობა ამისთვის. გაიხარე ფლორენცია ეს დიდი დაფასებაა და დიდი მადლობა ამისთვის.
7. აუცილებლად ვასწავლიი ჩემს უმცროსს :) ძალიან კარგად გამოგივიდა :) + აუცილებლად ვასწავლიი ჩემს უმცროსს :) ძალიან კარგად გამოგივიდა :) +
6. დიდი მადლობა ნიკი სწორი შენიშვნებია ატყდა თავიდანვე მინდოდა და ახლა დავაბრუნებ იმ იმ ებზეც ველოდი შენიშვნას და მივხედავ აი დახოკილზე მკლავები იყოს იმიტომ რომ დედა ბატი მარტო ვიშვიშებს და არ უთხრას ქოჩორას მე გამოვჩეკე განა შენო. დიდი მადლობა ნიკი სწორი შენიშვნებია ატყდა თავიდანვე მინდოდა და ახლა დავაბრუნებ იმ იმ ებზეც ველოდი შენიშვნას და მივხედავ აი დახოკილზე მკლავები იყოს იმიტომ რომ დედა ბატი მარტო ვიშვიშებს და არ უთხრას ქოჩორას მე გამოვჩეკე განა შენო.
5. გნიასი დგას გამიგია და ის რაც დგას, შეიძლება ალბათ რომ დადგეს მაგრამ ალბათ გნიასი ატყდა ჯობია
ფრთებს იხოკავს ალბათ მკლავებს რომ იხოკავენ იმ პონტში :) ისე, ლოყებს იხოკავენ უფრო
"არ გახსოვთ იმ დღეს იმ ლეგას" - იმ იმ-ებია :)
კარგი ლექსია. სულ ოდნავ ხელის სევლება და ძალიან კარგია საბავშვოა ზუსტად
5 ქულა კარგად გამოგდის საბავშვოები
გნიასი დგას გამიგია და ის რაც დგას, შეიძლება ალბათ რომ დადგეს მაგრამ ალბათ გნიასი ატყდა ჯობია
ფრთებს იხოკავს ალბათ მკლავებს რომ იხოკავენ იმ პონტში :) ისე, ლოყებს იხოკავენ უფრო
"არ გახსოვთ იმ დღეს იმ ლეგას" - იმ იმ-ებია :)
კარგი ლექსია. სულ ოდნავ ხელის სევლება და ძალიან კარგია საბავშვოა ზუსტად
5 ქულა კარგად გამოგდის საბავშვოები
4. მადლობა ქალბატონო მანანა სასვენ ნიშნებს აუცილებლად მივხედავ. მადლობა ქალბატონო მანანა სასვენ ნიშნებს აუცილებლად მივხედავ.
3. :) კარგია, ოღონდ ფრთების დახოკვა.... რაა? 5 სასვენი ნიშნებიც აკლია. :) კარგია, ოღონდ ფრთების დახოკვა.... რაა? 5 სასვენი ნიშნებიც აკლია.
2. მადლობა ელადა. მადლობა ელადა.
1. კარგია, სახალისოა. კარგია, სახალისოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|