ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
20 აპრილი, 2017


მია და ფისუნა

კატამ ჩემი სახელი
იცით, როგორ ისწავლა?
უცებ დაიმახსოვრა,
განა ბევრი იწვალა?
სადმე თუ კი დამლანდა,
დაიკნავლებს: - მიაო,
დაძახებად ვღებულობ,
დედამ: - არა, შიაო.
ასე მე ხომ მეძახი? -
შევეკითხე ფისუნას,
კუდი მიგრიხ-მოგრიხა,
ფეხზე მომეგლასუნა.
- მიავ, კი, შენ გეძახი,
სახელი არ მეშლება
და ამისთვის ძვირფასო,
ცოტა რძე არ მერგება?
  ლამბაქი სულ ავუვსე,
ცოტა რაღას მიქვია,
ხომ ჭკვიანი ფისო მყავს?
ტყუილად არ მიქია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები