ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2017


არაფრისმთქმელი უპირატესობა

ვერასდროს გამოგიგზავნი ჩემს ფოტოს
არა იმიტომ რომ არ მინდა
არა!
ეს უკვე იმდენჯერ მომინდა
სურვილმა ბევრჯერ მომაკითხა.
უბრალოდ
შენთვის  მხოლოდ მესიჯი იქნება
და არა  გამოსახულება!
და მე მძულს ჩემი შესაძლებლობა
რომელიც უპირატესობას მანიჭებს
გიცნობდე
გხედავდე
და  საპასუხოდ
შენ ამას ვერ  განიცდიდე.
თუმცა მე მშურს შენი
უფრო მძლავრი ინსტიქტების
რომელიც
ჩემს თვალებზე უფრო
აღქმადია...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები