ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მამბერი
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2017


სალამი

ურთიერთობა მთისა და კაცის,ცას უერთდება .ურთის მთაზე მიმავალი მექიც,ასეთ აღტაცებას განიცდის.სასიამოვნოდ დაღლილი-"მგონი ესაა ნეტარება"-გაივლებს გულში მექი.დ ა ძალა უფრო ემატება,რადგან ტაძარიც გამოჩდა ჯეგეთში,წმინდა გიორგის.აქ მისი უსაყვარლესი,მამა ანდრია ელოდება იცის.ყოველ წელს ამოდის მექი და ყოველ წელს ხვდება მას ანდრია.სალამი არ უნდა დამასწროს,შეახსენებს საკუთარ თავს და ტაძრისკენ წავა.მისი მოსვლა არ დარჩენია უგრძნობი,ანდრიას,ტაძრის კარი გამოაღო
-სალამი!-ამჯერადაც ერთდროულად შეირხა ჰაერი,მათი ბაგედან.გადაეხვივნენ ერთმანეთს.მექი და ანდრია.-წამოდი,გველოდებიან-უთხრა მამაომ,ჩვეული წყნარი ხმით და მექიც გაჰყვა.ტაძრის,ერთ ბნელ სარდაფში ჩავიდნენ,ხის კიბე კვლავაც ნაცნობ,ჭრაჭუნის ხმებს გამოსცემდა.ძლიერი ხის კარიც,ნაცნობ ხმაზე ახმაურდა და სენაკში შევიდნენ.
-სალამი-მორიდებული,ხმით წარმოსთქვა მექიმ,იქ დახვედრილი სტუმრების მიმართ,თუმც ეს მორიდება სტუმრებს არ ეკუთნოდა.მორიდებული მექი,ტაძრის მიმართ იყო.საგანძური მისთვის,მეფეც იყო,სამეფოც,სიყვარულიც და ძალაუფლებაც.
-დაბრძანდი.-სკამი გამოუწია სუფრასთან ანდრიამ და თვითონ,სუფრის თავში დაჯდა.-ისევ ერთად ვართ,დიდება უფალს!-პირჯვარი გადაიწერა ყველამ უხმოდ.
მეორე დილით,ანდრიამ გამოაცილა ტაძრის ეზოში მექი.
-მთავარს მივაღწიეთ,ეხლა შენ იცი მაიორო,შენს ნიშანს დაელოდებიან,მეც გავიგებ და ყველა გადაიხდის!-მხარზე დაადო ხელი,მექის ანდრიამ-უკან დაბრუნდი,გესმის ჩემი? უკან დაბრუნდი.-მექის ხმა არ ამოუღია,თავი დაუკრა ანდრიას,მხარზე ეამბორა და წავიდა.-უკან დაბრუნდი,ისეთივე გახდი,როგორიც მაშინ იყავი,როცა გაგიცანი-ჩაიჩურჩულა ანდრიამ და ტაძარში შებრუნდა.
მექი,უკვე ქალაქშია,სამხედრო შტაბში,გამოიძახეს,სასწრაფოდ მოდიო,მივიდა და მაიორობა მიულოცეს,დააწინაურეს წოდებაში.აღნიშნეს კიდეც ,ცოტა მექიმაც დალია და სახლში მისული,საწოლზე წამოწვა,ისე რომ ფორმა არც გაუხდია.ფიქრებში,წარსული ამოტივტივდა,პირველად რომ მოირგო სამხედრო ფორმა და მამა ანდრიამ რო დატუქსა,რად გინდა ფორმა,შენ ხომ ჯერ ბავშვი ხარ,არ გაბედო იარაღი არ აიღო ხელშიო.მაშინ მექი 16 წლის იყო,მისმა კლასელმა და მეგობარმა ვლასმა უშოვა ის ფორმა. მექის ერთი თხოვნა კანონივით იყო ვლასისთვის...ეჰ,რას წარმოიდგენდა მაშინ მექი,რომ ვლასს ჩუმად მისი შურდა ,ეგონა მართლა ემეგობრებოდა,სხვანაირად შეხედვა მექის არ შეეძლო,გულწრფელად უყვარდა და გულწრფელად ბრაზობდა,სიძულვილი კი მას არ შეეძლო,ან შური,რა სიბრიყვეა?! მხოლოდ მონად დაბადებულს, შეიძლება შურდეს!...კამი,ულამაზესი ,რომელიც მექის უყვარდა და კამისაც შეჰყვარებოდა.მთელმა სკოლამ იცოდა და ყველას უხაროდა მათი ნატიფი სიყვარული,მერე...მერე კი ომი დაიწყო აფხაზეთში,მექი აფხაზია,და მანაც აიღო იარაღი,იმ ავბედით დღეს,როცა კამი ემუდარებოდა,წავიდეთ ენგურზე გადავიდეთ,აქ მეშინია დარჩენაო.მექი ვერ გაჰყვა,ბრძანებაა მაღლობი უნდა დავიცვათო,პატარა ბიჭმა ვერ მიატოვა უფროსი ძმები.ეხლა აუცილებლობაა,მტერს მოვიგერიებთ,მოვალ და წავიდეთო უთხრა კამის.ს წორედ იმ დღეს,მტერმა უკნიდან დაუარათ და ქალაქი რომელსაც იცავდნენ,უკნიდან ცეცხლის ალში გაეხვია.ეს რომ შენიშნეს ელდა ნაცემი წამოხტა,მექი და კამისკენ გაქცევა დააპირა.სწორედ მაშინ იყვირა ერთმა თანამებრძოლმა,ტაძრის ეზოში შედიან ეს ღორებიო და ყველა იქეთ დაეშვა.მექი მარტო დარჩა მაღლობზე .იფიქრა,როგორ არ იფიქრა,თუნდაც გაპარვად ჩამითვალონო,კამისკენ უნდა წავიდეო,რომ ტაძრის ეზოდან წივილ კივილის ხმამ,შესძრა.მაშინ ისიც ტაძრისკენ დაეშვა.ეს იყო მისი პირველი საომარი შეტაკება,პირველი სისხლი,სამჯერ აღმატებულს რაოდენობაში მტერს,მექის გულადობით,კუდით ქვა ასროლინეს.თუმცა ვიღას ასროლინეს,ამბის მიმტანიც აღარ დატოვეს მტრის რიგებში.მამა ანდრია სასტიკად ნაცემი დახვდათ,სხვა ყველა,დაეხვრიტათ მოესწროთ,ბევრი სხვა სისაძაგლეც.ტკივილისგან ტიროდა მამა ანდრია,ტკიოდა უმწეობა,ამ სისხლისღვრის ვერ შეჩერების.ტიროდნენ მეომრებიც და ამ ტირილში გამოეღვიძა მექის.შუბლზე ხელი მოისვა,თვალები მოიფშვნიტა.გუშინ ურთის მთაც სიზმარი ხო არ იყოო,დაფიქრდა წამიერად და ყველა დეტალის გახსენება დაიწყო.ყ ველანი იქ იყვნენ,შავი ჯვრის საძმო.შავი მანტია მოცმულები,მდუმარედ იჯდნენ.როცა მექი შევიდა და მიესალმა მათ.ანდრიამ მასაც გამოუტანა მანტია,მოასხა და დასხდნენ ტრაპეზზე.
-მოქმედების დროა მექი,ეშერის ლაბორატორიაში თუ შევაღწევთ,გამარჯვების შანსი ერთი ორად გაიზრდება.შენ იცი ჩვენი დიდი ხნის გეგმა.ყველა აქ მსხდომმა ვიცით.ისიც ვიცით რომ მიზერულია ჩვენი შანსი,მაგრამ მე მჯერა შენი მექი-საქმეზე გადავიდა მაშინვე ანდრია
-ჩვენ ყველას გვჯერა შენი-საუბარში ჩაერია,სიმონი,ხნიერი მამაკაცი,, ნელი და დინჯი,მთელი დღეები იქვე მახლობლად მცხოვრები,ყანაში რომ ატარებს დროს,მშრომელი და ალალი კაცი.მის გვერდით კი პეტრე ზის,მაშინ ომისას,ზურგით ატარა დაჭრილი პეტრე, მას მერე კი განუყრელი ძმაკაცები არიან-როგორმე ხელში უნდა ჩავიგდოთ,ლაბორატორია,შემდეგ კი ჩვენს ულტიმატუმზე წამოვა მტერი.შენ ეხლა ხელი მიგიწვდება შეიარაღებაზე,გადავხედოთ რა ვადებშია შესაძლებელი ყველაფრის ორგანიზება...მერე ანდრიამ ყველას ერთი ბარძიმიდან შეგვასვა ღვინო.ეს იმის ნიშანიც იყო,რომ იქ ნათქვამი,არც არსად გაჟღერებულიყო სხვაგან.პეტრე პოლკოვნიკია,კარგია რომ მარტო არა ვარ,დაასრულა ფიქრი მექიმ და წამოდგა საწოლიდან.
იმ დღეს ,ყველანი ძალიან მობილიზირებულები და ნერვიულები იყვნენ,ოჯახიდან გამოსვლა ყველას უჭირდა თუმც პირობა უმეტესი იყო,ყველაფერზე.იმ დღეს მექი ყველაზე მეტს ნერვიულობდა,იმდენად განიცდიდა ,რომ უკვე წინასწარ გმირის იერი გამოსახვოდა.დიახ განიცდიდა და განიცდიდა იმას,თუ რაოდენ გამოვიდოდა ის,რაც ასე ძაან ეწადათ გამოსვლოდათ. დღე როდესაც წვიმდა და ცა ღრუბელთ,დაეფარათ,იდეალური ამინდი იყო,გარეშე თვალისაგან,უჩუმრად მოქმედებისა.მექი,სიმონი და პეტრე,ზღვის ფსკერიდან ნელი სვლით,მიიწევდნენ,გამოქვაბულისკენ.სხვა დანარჩენნი,დათქმულ დროს ,ელოდებოდნენ,რომ ,მცდარი შეტევა განეხორციელებინათ,გ ამოეტყუებინათ გარეთ,გაეღიზიანებინათ,როგორც კრაზანის ბუდე. 
-12 წუთიც და ბიჭები ზემოდან შეუტევენ,ყველა მნიშვნელოვან ობიექტს,ეგონებათ რომ ომი განახლდა,ჩვენც მაგ დროს უნდა შევიდეთ-ასე მოილაპარაკეს, ახლა კი ზღვის ფსკერზე მიაბიჯებდნენ და წამდაუწუმ საათს დასქეროდნენ.მღვიმე,ნაცნობი შესასვლელიც გამოჩდა,დროც თითქმის დაემთხვა შესვლას და აღარც უფიქრიათ,შევიდნენ ზღვის ქვეშ ,გამოქვაბულში. მექი პირველი მიიწევდა,ამჯერად წყლის სიღრმე დაბალი იყო და სუნთქვა შესაძლებელი.მეგზურებმა წყლისგან დამცავი აღჭურვილობა ,იქვე კლდეში დატოვეს და გზა განაგძეს.მკაფიოდ გამოჩდა კლდეზე ნაკვეთი ბილიკები,მას ჩაუყვნენ, რომელიც სპირალურად ეშვებოდა ქვემოთ.იქედან კი ცხელი ჰაერის ნაკადი ამოდიოდა რაც სუნთქვას შეუძლებელს ხდიდა,თითქოს გიგანტურ თონეში,პური ცხვებოდა,მაგრამ როგორც არ უნდა გიჭერდეს ყელზე მარწუხი,მასზე მეტი მიზანია.ეს სამივეს გათავისებული ჰქონდათ.
-კარები!- უკვე მესამედ,ცდილობს პეტრე,გზადაგზა გამოჩენილი კარებები აირჩიონ,ალტერნატიულ გზად,რადგან არ შეუძლია,უკვე მძიმედ სუნთქავს-ავაფეთქოდ,ვცადოთ შეღწევა,სხვა გზა არაა,ქვემოთ ვეღარ ჩავუყვებით,იქ ნამდვილი ჯოჯოხეთია- ,ოღონდ გულის შეტევით ნუ მომკლავო,ღმერთს ევედრებოდა,ისე გაუჭირდა მოძრაობა და ახლა იმ კარებს აუცილებლად გააღებს,ოღონდ ქვემოთ გზა აღარ გააგრძელონ.მალე მოაწყვეს ასაფეთქებლად კარები და მექის ნიშანზე მისი აფეთქებამაც არ დააგვიანა,კარი მნიშვნელოვნად დაზიანდა და გამოღება შეძლეს.აქ უკვე ლაბორატორიის ნიშნები გამოჩდა.წითელი ნათურები ჩართულიყო,რაც ალბათ განგაშის სიგნალს გადასცემდა.
-საათი გაჩერებულა-გაოცებული ამბობს მექი და მეგობრების იგივე სახეებით,ხვდება,მათი საათებიც ზუსტად იგივე დროზე გაჩერებულან-ეტყობა იმ წყეულ სიცხეში გამოვიდა მწყობრიდან,ნეტა რა ხდება ზემოთ?
-ჩვენ ჩვენი საქმ გვაქვს,ცენტრში უნდა შევაღწიოთ,წავიდეთ არ გავჩერდეთ-მექიმ გზა განაგრძო,დერეფნის ბოლოში,დიდი კარი დახვდათ,რომლის გაღება შეუძლებელი აღმოჩდა ,აფეთქება კი დიდი საფრთხე იყო თავადაც არ დაზიანებულიყვნენ.
-მცირე ზომის ასაფეთქებელს დავამზადებ,იქნებ საკეტი მოვშალოთ,ამბობს სიმონი და ამ დროს ხმა ისმის რომ მათკენ ვიღაცეები მოდიან.
-სამხედროები!ხაფაგში აღმოვჩდით-პეტრემ იარაღი შეამზადა.მექის ასეც უგრძნობდა გული,სხვა გზა არაა უნდა შეებრძოლონ
-შენ ასაფეთქებელი გაამზადე სიმონ!- უთხრა მექიმ,იარაღი მოიმარჯვა და ჩასაფრებულებმა ცეცხლი გახსნეს .როგორც წვიმა ისე წამოვიდა ტყვიები ზუზუნით.სამხედროები შეაჩერეს,სროლით,მაგრამ ძალიან ახლო დისტანციაზე დარჩნენ კარებთან.
-მზადაა!-სიმონმა გაამზადა ნაღმი და მოქმედებაში მოიყვანა-მექი!-დაუძახა, გადაეხვია სწორედ იმ დროს,როცა აფეთქება უნდა მომხდარიყო.მექი შეეცადა მის მოშორებას,როგორმე კუთხეში მიეგდო მაგრამ ვერ შესძლო.აფეთქების ნამსვრევი უამრავი,სიმონმა ზურგზე მიიღო,ხელ ფეხიც დაუსისხლიანდა.-გაიღო? იკითხა მისუსტებული ხმით.მექის თვალები ცრემლებით დასველებოდა,ვერაფერს ხედავდა მაგრამ წესით უნდა გაღებულიყო,ამიტომ უთხრა უტყუარად რომ გაიღოო
-წადი!მას ამჯერად მე ავიკიდებ-გაღიმება სცადა პეტრემ და სიმონს გადაჰხედა.მძიმედ დაჭრილი არ სჩანდა,მაგრამ გაუჭირდებოდა დამოუკიდებლად გადაადგილება-წადი ,ჩვენ შევაჩერებთ,შენ კი იჩქარე!-მექი ინსტიქტურად დათანხმდა და კარი გამოგლიჯა,თუმც იქედანაც სამხედროები მომდგარიყვნენ და მათ დანახვაზე ,მიწაზე დაწვა ცეცხლი ორივე მხრიდან გაიხსნა და უეჭველ სიკვდილს მოასწავებდა.ამ დროს ზემოდან იგრძნო დაწოლა მექიმ.პეტრე და სიმონი ზედ გადაეფარნენ და ორივე მხარეს ისროდნენ ტყვიებს.მექი უმოქმედო აღმოჩდა ,ვეღარ იმართებოდა მანამ სანამ ორივე მხრიდან ცეხლი არ შეწყდა .მთლიანად სისხლში მოსვრილი თავისი ძმების გადმოტრიალებას ახერხებს და ხედავს,ორივ ძმის სხეული დაფლეთილია მტრის ტყვიებისგან.თუმც არც მტერი დაუტოვებიათ ცოცხალი.მექისთვის მიზანი ბულდოვანი ხდება,აღარ იცის რა ჰქმნას,რომ ისევ მტრის ნაბიჯი აფხიზლებს.ისევ მოდიან,ეს დასასრულია,გაივლებს თავში და გამოსავალს ეძებს ,უცებ მთელი ხმით,აღმოხდება ძახილი:-ანდრიაააა! -ყვირის და მის ყვირილზე,ახალი სანთელი ინთება,კვლავ იმუხლებს და ლოცვას აგრძელებს, მის წინაშე,ანდრია და უ ეცრად მექიც მშვიდდება,ეხლა იმაზე მეტს ხედავს ვიდრე აქამდე .კედელში ხვრელია გასასვლელი,აღარც უყოყმანია,შეძვრა და გაძვრა.სხვა დერეფანში აღმოჩდა ,და ისევ იმ კარებს მიადგა საიდანაც შემოვიდნენ.გარეთ გავიდა მექი და ისევ ბილიკებს ჩაუყვა,ცხელი ჰაერი აღარ იყო მნიშვნელოვანი,სადაც უფრო გაუჭირდა იქ სუნთქვა შეიკავა და ისე იარა 3 წუთი ...შემდეგ კი ის გამოჩდა,რაღაც ბროლის მსგავსი,ნათება დიდი.მექი ნელ ნელა უახლოვდებოდა მას,თითქოს ელექტრო ძაბვის წნევა მოქმედებდა მასზე,გაბრუებული უახლოვდებოდა მნათობს.შეუცნობლად შეცნობისკენ სვლას წააგავდა .შემდეგ კი,სრული ნეტარება იგრძნო სულში,თითქოს მიიღო ის სფერომ და მოხსნა ბარიერი.ამ დროს მექიმ იგრძნო ის რაც უნდა იგრძნოს სულმა.
კამი,მისი მეუღლე,შეტევისას,ტყვედ ჩავარდნილი,ნაცემი ,ჩვილი ბავშვი ფანჯრიდან გადმოუგდეს,ტყვედ აყვანისას. ვლასმა დაიხსნა ტყვეობიდან,მეორე ბავშვზე ფეხმძიმე ცოლად შეირთო და ეხლა ოჯახად ცხოვრობენ .მექი მუხლებზე დაცემული ტიროდა და ინფორმაციის უწყვეტ წყაროს გონებით ესაუბრებოდა.ეს ძალიან ჰგავდა დაცემული ადამიანის სინდისთან შეხვედრას.
უკან დაბრუნებულს,ანდრია შემოეგება ,სალამი შეაგება,მაგრამ მექი,ვით რკინა,მხოლოდ ბრაზსს,რკენას და სიცივეს გამოსცემდა
-შენ იცოდი იქ რაც იყო ,პეტრე და სიმონმაც იცოდა ,მხოლოდ მე არ ვიცოდი...მათ უყოყმანოდ გაწირეს თავი ჩემთვის...რისთვის?-ახლახა შეხედა მექიმ ანდრიას თვალებში
-გახსოვს,მაშინ ბავშობაში,სალამს ვერავინ დაგასწრებდა,სალამის მეფე შეგარქვი,ყველას ძალიან მოგვეწონა და ვიმხიარულეთ.მერე უკან დაბრუნდით თქვენ,მე კი მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებში და მაშინ ამეკვიატა ფიქრი შენზე. "სალამის მეფე" ჩემს უეცარ ხილვაში,სალემის მეფედ გადაიქეცი.იცი ვინ იყო სალემის მეფე?-ჰკითხა ანდრიამ ,მექი კი თითქოს რკინიდან ბრინჯაოს ლითონად გადაქცეულიყო,მზის სხივები ეალერსებოდნენ და ესალმებოდნენ -და მაინც რა იყო იქ მექი?-სხვა ჰკითხა ამჯერად
-იქ რაღაც სფეროა ანდრია,მგონი თავის ქალის ფორმის,ინფორმაციის წყაროა.ცოცხალია ,არჩევანს აკეთებს...მე მიმიშვა და საღ სალამათიც გამომიშვა
-ამიტომაც გასწირეს თავი შენთვის მექი,მე მჯეროდა შენ შესძლებდი ამას,შენ სუფთა გული გაქვს,სუფთა აზრები.გულისყური და გულისხმა.შენ მიგიღებდა მჯეროდა.მ ათაც დამიჯერეს-სინანულით ამოთქვა ანდრიამ,პეტრე და სიმონი - შენ არ შეგიძლია მტრის სიძულვილი მექი,შენში სიმართლე მეტია.სიმართლე სიცრუის გარეშე,უდაოდ ყველაზე ნამდვილი.შენ უნდა გქონდეს მთელი სამყაროს დიდება- ეს უთხრა ანდრიამ და მის წინაშე მუხლი მოიდრიკა.მექის გრძნობებში კი ,ეს უხერხულობა,ეს პატივი,მ იუღებელი იყო,თუმც ძალა მისი,ამის საპირისპიროდ არას აკეთებდა.ანდრია გაიმართა წელში,მხრებზე ხელი მოხვია მექის
-მისი ძალა,ყველა ძალაზე მაღლა მდგომია!რადგან ამარცხებს,ყველაფერ ფაქიზს და აღწევს ყოველგვარ სიმყარეში!
-ასე შეიქმნა სამყარო- დაასრულა ანდრიას სიტყვები მექიმ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები