ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2009


,,ლომი" გაზრდილაო!

მწვანეა ჯეჯილი და
იმედად ბიბინებს,
ქალია კეთილი და
ალერსით ღიღინებს!

მე იმ ნაალერსებ
აკვანს ვენაცვალე,
ოღონდ მას აარიდე და
თუგინდ მე მაწვალე!

,,ლომი გაზრდილაო!"-
ეთქვათ მასზე ნეტა,
,,მერე და ვინააო,
მისი კარგი დედა?!"

ქალია პაწაწინა,
ქართველის ნაშიერი,
ღმერთმა არ გააწბილა,
უბოძა სახ-იერი!

ბევრ მომხვდურს უნახია
ჩვენი ქვეყნის ზღვრები...
უთქვამს: ,,პატარაა,
ხელით შეეხები!"

მაგრამ მერე როცა,
სულშიდ ჩაუხედავთ,
ძალზედ გაკვირვებულთ,
ზეცას  აუხედავთ.

მზერა მიბჯენილებს
ბევრი უფიქრიათ...
,,ღმერთის წყალობაა?!
აბა რა ნიჭია?"

ნიჭი დავითისი
ქვეყნის მშენებელი,
ილია მამა არის,
ვაჟა კი მშობელი!

დიდება თამარისი,
ოცნებად ანთებული,
ერეკლე ხალხის შვილი,
ბრძოლებში დაგდებული!

ფარნავაზ ენა არის,
ფარსმანი ღალატი,
რუსუდან კვნესა არის,
,,უტა" კი ტალანტი.

ცოტნე ტკბობა არის
ქეთევან წამება,
აკაკი კვდომა არის,
,,ტატო" ნეტარება!

,,არმაზი ძეგლი არის,
აბო კი ცხონება,
შოთა ხომ გენიაა,
,,მხარგრძელი"  გონება.

ვახტანგის სული ცხონდა,
თბილისი ააშენა,
გიორგი ისე მოკვდა,
ხმალი ვერ დაასვენა.

სულხან-საბა გვმოძრვრავს,
გალაქტიონი კი გვათრობს,
სიმართლე ხევისბერის,
მთაზე თოვლსაც ადნობს.

ცხრა ძმა დაულოცავს,
დედას სიკვდილისთვის...
არც არაგვს არ შეუკრავთ
პირი სირცხვილისთვის!

გმირობა გენში მოგვდევს...
მერაბი, ზვიადი...
ცხრა აპრილს დანთებული
სანთლები წყვდიადში...

მარტოდენ მოგონებად
არ ღირს ეს ცხოვრება,
ჩვენ არ გავჩენილვართ
არავის სამონებლად!

თუ გვინდა დიადების
გვირგვინი დავიდგათ,
სუყველა ერთად დავდგეთ...
ქართველი დავირქვათ!

და იქნებ ამირანის მკლავზე
ჯაჭვი გაწყდეს!
და იქნებ ნოდარის მზეც
აენთოს მთაწმინდაზე!

,,შენ ხარ ვენახი "
და ,,მრავალჟამიერი"
ღმერთო გაამრავლე
ჩვენი ნაშიერი!

მწვანეა ჯეჯილი და
იმედად  ბიბინებს...
,,ლომი"  გაიზრდები!
ჯერ მშვიდად იძინე!

თბილისი. 1989 წელი  11 აპრილი.




















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები