ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა-მარია-8
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2017


ოჰ, პოეტებო, რომ იცოდეთ...

სანამ დავაბიჯებთ მიწაზე
თუნდაც სულ მძიმე სინდისით,
არ გვაქვს უფლება სიკვდილის
სანამ ვცოცხლობთ და ვიღიმით.

რა უცნაურია,
ყველაზე მეტს მაშინ ვფიქრობთ სიცოცხლეზე, როცა ვინმეს ვკარგავთ,
სწორედ მაშინ გვახსენდება და მაშინ გვჭირდება,
როცა ხელიდან საბოლოოდ გამოგვეცლება.

მიწა მოითხოვს თავისას
მე კი მარადიულ გაზაფხულს ველი.

ოჰ, პოეტებო, რომ იცოდეთ
რა უაზროდ ჟღერს
თქვენი საყვარელი ლექსები,
თქვენი შვილები,
ასე რომ მოგაქვთ თავი მათი გაწყობილი ნაკვთებით
მაშინ, როცა ეგ თქვენი ნაქები სიკვდილი გაგლეჯს  რითმების ბადეს და რეალურ ქუჩებში დაეძებს სამყოფელს.
ოჰ, პოეტები, რომ იცოდეთ რა უაზროა თქვენი სიცოცხლით სავსე თვალები, როცა სიკვდილს კი არა, სიამეს და გადარჩენას დაეძებთ ყველა ქუჩის ბოლოში.

ოჰ, პოეტებო, არ გაქვთ უფლება
სიცოცხლეს მორჩეთ,
სანამ მიწაზე
კვალს ტოვებთ თქვენი მძიმე ნაბიჯით.
არა, არ გაქვთ უფლება სიკვდილის
სანამ ცოცხლობთ და იღიმით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები