| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 5 ივნისი, 2017 |
აღუთქმელი იერუსალიმი ყდა გავუშიშვლე ლექსების კრებულს, ,,მარგალიტები’’ ვკენკე და ვყლაპე, სტრიქონს სიტყვების ლერწამით შეკრულს, შემოეკრიბა სტროფების არვე. შემოქმედების ,,ალისფერ კორდზე,’’ სძოვდა ნოყიერ მუზების ყვავილთ, და როგორც უფლის რჩეული მოსე, ორმოცი წელი ვიდოდი მარხვით. ,,იერუსალიმს’’ დგას ჟამი შესვლად, მაგრამ სურვილი დალაშქვრას შეძლებს? მე არ ვშობილვარ ,,მელექსე მესხად,’’ და ,,ვეფხის ტყავი’’ არ მოსავთ ლექსებს. თუმცა ჩემია ყოველი ლექსი, გემო არ ასდის ოცდაათ ვერცხლის, სინათლედამშრალ თემიდის მესმის, აღუთქმელს - აღთქმით არასდროს შეცვლის. არ მეღირსება ლექსებთან ერთად, დიდებით შესვლა იერუსალიმს, კრიტიკის ღვარძლი მოსული დელგმად, ჩემს ბედისწერას კარგს არ უქადის; - ყდა გავუშიშვლე ლექსების კრებულს, ,,მარგალიტები’’ ვკენკე და ვყლაპე ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ++ „ყდა გავუშიშვლე ლექსების კრებულს, ,,მარგალიტები’’ ვკენკე და ვყლაპე, სტრიქონს სიტყვების ლერწამით შეკრულს, შემოეკრიბა სტროფების არვე.’’ ++ „ყდა გავუშიშვლე ლექსების კრებულს, ,,მარგალიტები’’ ვკენკე და ვყლაპე, სტრიქონს სიტყვების ლერწამით შეკრულს, შემოეკრიბა სტროფების არვე.’’
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|