ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2017


* * *

"წავუღებო ამას, სახლში ჩემს მოხუცს," -
იებს იქცევს დამჭკნარ ხელებს შორის და
იცის, ცოლს რომ ყურადღება ამგვარი,
სიხარულად მთელი დღეც კი ჰყოფნიდა....

მეორდება, ასე - ყოველდღიურად
ყვავილები - სიხარულად ცოლისთვის,
გადაითვლის ხურდებს არჩევანით და...
სხვა რაღაცა.... სხვა რაღაცა მოიცდის!

. . . დგას მომენტი გამოცვლილი როლების,
ყოფნისა და აღარ ყოფნის ნაპირზე,
და ყოველდღე, მოსართავად საფლავის,
ცოლი უკრეფს თავის მოხუცს ყვავილებს...

5.06.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები