... აპრილიდან მაისამდე, დროა უკიდეგანო, ჭადარიდან ჭადარამდე, მანძილია როგორიც. მოუყვება ვერის აღმართს და თბილისურ ზეგანებს, ალუბლების ყვავილიდან გაჩენილი გოგონა.
გოგო არის მზისგანა და გოგო არის მთვარისა. ალისას და მალისას და მალისას და ალისას.
ალუბლები იხრებიან, ჯერ ყვავილით მწიფენი. გაისად, თუ ვიყავი და თუ ცოცხალი ვიქენი, ამ გოგონას, მე შევირთავ გაზაფხულზე ცოლადა. უფრო გავაღიმილებ და გავხდი ერთსა ორადა.
აპრილია მოუყვება გოგო გზაზე თავდაღმა. ბიბინებენ მისი თმები, როგორც კოჯრის მინდვრები. ეს გოგონა, ტკბილი ძილით, დაიძინებს ამაღამ. ამ ღამიდან, უეჭველად, უძინარი ვიქნები.
გოგო არის მზისგანა და გოგო არის მთვარისა ალისას და მალისას და მალისას და ალისას.
აპრილიდან მაისამდე, დროა უკიდეგანო, ჭადარიდან ჭადარამდე მანძილია როგორიც...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგი ლექსი! საღიღინო ))) კარგი ლექსი! საღიღინო )))
4. ვეთანხმები ნინოს. ვეთანხმები ნინოს.
3. როგორი მუსიკა აქვს... ლაღია, ჰაეროვანი. მოკლედ კარგი ძალიან. როგორი მუსიკა აქვს... ლაღია, ჰაეროვანი. მოკლედ კარგი ძალიან.
2. რა სასიამოვნო ლექსია რა სასიამოვნო ლექსია
1. ნაცნობი მოტივების მიუხედავად, მაინც მომეწონა- საამო ლექსია :)
ნაცნობი მოტივების მიუხედავად, მაინც მომეწონა- საამო ლექსია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|