ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2017


* * *

რა დროა - მკითხე და დავფიქრდი,
რა გითხრა?
პასუხი სხვა იყო გუშინ და
დღეს....
კითხვები პასუხზე მეტია აშკარად....
დაგვაბნევს,
შენ - კითხვა, პასუხი -
მე....
გიშვებ და გაბრუნებ,
არ ვიმჩნევ სინანულს,
და მაინც, მეთმობი ვერ...
კითხულობ - რა დროა?!
ღიმილით გპასუხობ:
"ბედნიერებას აკლია...
შენ!"

14.06.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები