 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 16 ივნისი, 2017 |
ჩემს ძველ ალბომში მოგონება მიმობნეულა, გიახლოვდები ნაბიჯ-ნაბიჯ, კი არ ვბერდები... ჰო, ახლა ვხვდები, მიწის ენას ყურშეჩვეულმა, რატომ არჩიე დედა-ქალაქს, სოფლის ბერ-დედა... სულ იქ მგონიხარ, ოდა სახლის იმ გრილ პალატში, ბუხრის თავიდან ისევ მიმზერს შენი სათვალე. როგორ ჰგავხარო ხასიათით დღესაც მამაშენს, იტყვის დედა და თვალზე ცრემლი სათქმელს ამთავრებს. შენს გულზე წოლა ენატრება კატას, სამფეხას, ჰო, ალბათ ახსოვს მოტეხილ ფეხს როგორ უხვევდი. ქოთნის ლობიოს ისევ მიზელს შენი ლაფერთხა, არყის ჭიქასაც ენატრება გადახუხვები... როგორ უვლიდი მარტოკაცი ყველა სულიერს, ბალიშამდე კი შენს ბადიშებს ჩუმად ელოდი. ამ ეზოკარში ბალახს ყირა გადაუვლია, ვდგავარ ჭიშკართან მოგონებით სველი ჩემოდნით... 16.06.17
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო შენი ახალ-ახალი ლექსები, ტანში ჟრუანტელი მივლის, მადლობა ამ განცდებისათვის <3 რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო შენი ახალ-ახალი ლექსები, ტანში ჟრუანტელი მივლის, მადლობა ამ განცდებისათვის <3
9. შეფასებებში არ განმეორდები. ტექნიკაზე მინდა ვთქვა. უფრო სწორად, რითმაქმნადობაზე. ყველა რითმა , აქ გამოყენებული ახალია. არცერთი გაცვეთილი რითმის ხმარების შემთხვევა. ასეთ რამეს ერთ ლექსში იშვიათად შეხვდებით. ბრავო! შეფასებებში არ განმეორდები. ტექნიკაზე მინდა ვთქვა. უფრო სწორად, რითმაქმნადობაზე. ყველა რითმა , აქ გამოყენებული ახალია. არცერთი გაცვეთილი რითმის ხმარების შემთხვევა. ასეთ რამეს ერთ ლექსში იშვიათად შეხვდებით. ბრავო!
7. ძალიან კარგია. მაგარი მიძღვნაა.
გიახლოვდები ნაბიჯ-ნაბიჯ, კი არ ვბერდები...
ბუხრის თავიდან ისევ მიმზერს შენი სათვალე.
იტყვის დედა და თვალზე ცრემლი სათქმელს ამთავრებს.
ვდგავარ ჭიშკართან მოგონებით სველი ჩემოდნით...
ელადამ რატომ დასვა იქ მძიმე? მას შემთხვევით არ მოსვლია. ძალიან კარგია. მაგარი მიძღვნაა.
გიახლოვდები ნაბიჯ-ნაბიჯ, კი არ ვბერდები...
ბუხრის თავიდან ისევ მიმზერს შენი სათვალე.
იტყვის დედა და თვალზე ცრემლი სათქმელს ამთავრებს.
ვდგავარ ჭიშკართან მოგონებით სველი ჩემოდნით...
ელადამ რატომ დასვა იქ მძიმე? მას შემთხვევით არ მოსვლია.
6. როგორ მეჩემეულა, ჩემი სათქმელიც თქვი ,,ვდგევარ ჭიშკართან მოგონებით, სველი ჩემოდნით.. როგორ მეჩემეულა, ჩემი სათქმელიც თქვი ,,ვდგევარ ჭიშკართან მოგონებით, სველი ჩემოდნით..
5. დიდი მადლობა,ჩემო ერთგულო მკითხველებო მამის მონატრების ასე თბილად გაზიარებისათვის...<3 დიდი მადლობა,ჩემო ერთგულო მკითხველებო მამის მონატრების ასე თბილად გაზიარებისათვის...<3
4. "შენს გულზე წოლა ენატრება კატას, სამფეხას, ჰო, ალბათ ახსოვს მოტეხილ ფეხს როგორ უხვევდი."- ყველა როგორი კარგია აქ- ის, ვინც უხვევდა, კატაც და ავტორიც ...
"შენს გულზე წოლა ენატრება კატას, სამფეხას, ჰო, ალბათ ახსოვს მოტეხილ ფეხს როგორ უხვევდი."- ყველა როგორი კარგია აქ- ის, ვინც უხვევდა, კატაც და ავტორიც ...
2. " რომ გაგივლის გულში და თვალებზე ცრემლს მოგგვრის ისეთია..." ------ ზუსტი ხარ მუხა.
" რომ გაგივლის გულში და თვალებზე ცრემლს მოგგვრის ისეთია..." ------ ზუსტი ხარ მუხა.
1. რომ გაგივლის გულში და თვალზე ცრემლს მოგვრის ისეთია.. ჩემი გამორჩეული ავტორი-პოეტი კარგი პიროვნება ჩემი თანანა. რომ გაგივლის გულში და თვალზე ცრემლს მოგვრის ისეთია.. ჩემი გამორჩეული ავტორი-პოეტი კარგი პიროვნება ჩემი თანანა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|