პირველად იყო კოცნა და კოცნა იგი იყო ვნება რომელსაც არ ჰქონდა საერთო არც სიყვარულთან და არც ზეამაღლებულ გრძნობებთან კონა იყო ძლიერი და მტკივნეული რომელსაც ოდნავ სისხლის და ალკოჰოლის გემო დაჰკრავდა პირველად იყო კოცნა არასამომავლოდ გამიზნული ერთჯერადი და მეორე დღეს ვერ, უფრო სწორად კი არ გასახსენებელი და აღსაქმელი და ასეც ხდებოდა პირველად იყო კოცნა,რომელსაც მეორე კოცნა მოჰყვა, მესამე და ასე გაგრძელდა დიდხანს... ბევრი კოცნის შემდეგ იყო შუქის ჩაქრობა და შემდეგ უხერხულობა, უფრო სწორად გაუგებრობა, უნდობდლობა და ეჭვები საკუთარ თავთან პირველად იყო კოცნა და ამ კოცნას მოჰყვა შემდეგ პირველი სექსი პირველი პაემანი პირველი სიხარული პირველი წყენა პირველი იმედგაცრუება პირველი "წარსულები" პირველი კამათი პირველი გაბრაზება პირველი წასვლა პირველი დაბრუნება პირველად ნათქვამი სიტყვა "მიყვარხარ" პირველი დათმობაზე წასვლა პირველი გაჯიუტება პირველი შიში მომავალზე... პირველად იყო კოცნა და კოცნა იგი იყავი შენ