| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 21 ივნისი, 2017 |
37-ე ლექსი ქართულ ხასიათს არ უხდება პრანჭვა და გრეხვა, გულიდან რაღაც უნდა იყოს ამოხეთქილი, ,,აუჰ! ... მომეცით ჯიხვის ყანწი, მინდა რომ შევსვა!’’ - იტყვი და იგრძნობ, რომ სულია ხორცთან შეზრდილი. ოცდაჩვიდმეტი გრაციული, ტკბილი მუზიდან, ვიღაც სხვებისთვის დამითმია ოცდათექვსმეტი, პეშვით წყაროსწყალს სათითაოდ მათ არ ვუზიდავ. მათი მხატვრულად კითხვისათვის მე არ მოვცდები. აუჰ! ... მზადა ვარ წავიკითხო მხოლოდ ის ლექსი, ოცის ჩვიდმეტთან მიმატებით რომ ვიღებთ ჯამში, ცოტა დავთვერი, ჯიხვის ყანწი ბოლომდე შევსვი, აქ მოვათავე ყველაფერი, გავდივარ ხალხში! - აუჰ! ... მოვედი!!! ... - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - ჩემს ახალგაზრდობაში, რესტორანში შემთვრალი ადამიანები შემდეგ ფრაზას ისროდნენ: ,,ოცდამეჩვიდმეტე დაუკარით!'' მუსიკოსებიც რაღაც მელოდიას უკრავდნენ. მთავარი ეს იყო და არა ის, რას დაუკრავდნენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ++ „მზადა ვარ წავიკითხო მხოლოდ ის ლექსი, ოცის ჩვიდმეტთან მიმატებით რომ ვიღებთ ჯამში, ცოტა დავთვერი, '' ++ „მზადა ვარ წავიკითხო მხოლოდ ის ლექსი, ოცის ჩვიდმეტთან მიმატებით რომ ვიღებთ ჯამში, ცოტა დავთვერი, ``
1. ნაცნობი ისტორიაა რათქმაუნდა მოყოლით ვიცი :) :) :) ჩვენს ახალგაზრდობაში კიდე 37-ე ან პაპიტოა ან ჰეროინა :D :D წარმატებები თქვენ... კარგი, ალალი ლექსია. ძალიან მომეწონა/. ნაცნობი ისტორიაა რათქმაუნდა მოყოლით ვიცი :) :) :) ჩვენს ახალგაზრდობაში კიდე 37-ე ან პაპიტოა ან ჰეროინა :D :D წარმატებები თქვენ... კარგი, ალალი ლექსია. ძალიან მომეწონა/.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|