ორი კვირა გავიდა. არაფერი განსაკუთრებული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, რომ რამდენიმე უცხოელს, ჩვენი სასტუმროს მობინადრეს, ბათუმში პრობლემები შეექმნა და საელჩოებსა და სასამართლოებში მომიწია სირბილმა, სადაც ყველანაირ ფუნქციას ვასრულებდი, მენეჯერით დაწყებული, მოწმით გაგრძელებული და თარჯიმნით დამთავრებული.
დაძაბული დღის რეჟიმი კი ფიქრის საშუალებას არ გაძლევს, ამიტომ არც ოჯახი გამხსენებია, არც მირო. მეოთხე კვირას კი სამსახურიდან წამოვედი... _ძალიან დავიღალე და უნდა დავისვენო_ვთქვი . ვერ ვიტყვი, რომ გაუკვირდათ. არც უარი უთქვამთ. მე კი არც დანაზოგი მქონდა, რომ მეცხოვრა და არც ვინმეს იმედი. ერთი თვე გავიდა, დედას და ძმას რამდენჯერმე შევეხმიანე , მათთან საუბარში მივხვდი, რომ ჩემი ადგილი მათ შორის კარგა ხანია, დაკარგული მქონდა, და გერმანიაში გადავწყვიტე წასვლა.
გზის ფულიც კი არ გამაჩნდა, ამიტომ ჩემს ძველ ნაცნობს და მეგობარს, ბატონ ბალჩს მივწერე და დახმარება ვთხოვე. როგორც კონსერვატორ და გეგმიან გერმანელს ჩვევია, მანაც ასე მიპასუხა: - შენი ვიზიტი დაგეგმილი არ მქონდა,ამიტომ რამდენიმე თვე მოგიწევს ლოდინიო.თუმცა იმედი მაინც მომცა და მეც მეტი გზა არ მქონდა, უნდა დავლოდებოდი. ყველაზე მეტად ერთი რამე მაკვირვებდა: არც მირო ჩანდა და არც ანი მეხმიანებოდა. ანისგან ეს არც იყო გასაკვირი, მიროსგან კი არ ვიცოდი, რას ველოდებოდი. სამი თვე ტყუილად გაჩერებას, საქმე გამოვნახე და მოსწავლეები ავიყვანე, გერმანულში სამეცადინოდ. ამის გამო გარეთ ყოფნა უფრო მეტად მიწევდა... არავინ, სრულიად არავინ მხვდებოდა, რაც კიდევ უფრო მეტად მიძლიერებდა ინტერესს. მაისი იდგა, საკმაოდ ცხელი დღეები დაიჭირა, როგორც იცის ხოლმე. ჩემს სახლთან ახლოს საცურაო აუზი იყო, და იქ გადავედი საბანაოდ.
მოულოდნელად ანი და დედამისი დავინახე, თვალის აცილება მომერიდა და გამოველაპარაკე. როგორც საუბარში გაირკვა, მირიანი რამდენიმე კვირაა სახლში არ მოსულიყო და საკმაოდ გაბრაზებული ჩანდა ამის გამო ანი. ვერაფრით დავამშვიდე, თუმცა დამშვიდება მე უფრო მჭირდებოდა, რადგან მიროს გაუჩინარება უცნაურად მომეჩვენა. ანის დავემშვიდობე და ბევრი არ მიფიქრია, მიროს ძებნა დავიწყე:
სად უნდა მეძებნა, ერთადერთი ადგილი ყინწვისი და მისი მეგობარი მამაო იყო. ეს რომ გამახსენდა, დიდი შვება ვიგრძენი.
მეორე დღესვე წავედი.თბილი ტანსაცმელი წავიღე და ყინწვისს მივადექი. მამაომ სპორტულად ჩაცმული პირველად ვერ მიცნო, მაგრამ მერე თავი გავახსენე და მირიანზე ვკითხე. გაუკვირდა... მეგონა იცოდიო- უცნაურად ჩაილაპარაკა, - მითხრა, რომ იცოდიო_კიდევ ერთხელ ნერვიულად ჩამოისვა წვერზე ხელი. არაფერი მიკითხავს... მივხვდი, უნდა დავლოდებოდი და თვითონ მეტყოდა...
იმ ღამით მონასტერში დავრჩი.
დილით , როცა უკვე ეზოში გამოვედი, მირო მელოდა.
ჩამოვჯექი და თავი ჩავღუნე.
ისეთი რამე ხდებოდა, რაც ჩემს გონებას ჯერ ვერ გადაეტვირთა... არ ვიცოდი რა მეთქვა. საუბარი მირომ დაიწყო: _მარი, უნდა მაპატიო _საპატიებელი რა გაქვს, ჯერ ეს მითხარი _ფინანსური პრობლემები მაქვს და მევალეებს ვემალები _ესღა მაკლდა_გავიფიქრე.მეც რომ არაფერი მაქვს. _კარგი და , ჩემზე რას იტყვი? _შენთან ყოფნაზე სულ მუდამ ვიოცნებებ... _კარგია ოცნება, ზოგჯერ რეალობასაც ჯობია. _მარი _არაფერი, მირო.მივდივარ მე_ვინანე, არ უნდა მეთქვა. _სად მიდიხარ, გაგიჟდი? გამოვაკეთებ ცოტა საქმეს... _მერე მე რა შუაში ვარ? ადგილი მაინც არ მაქვს_წუწუნი გამომივიდა. _ რას ქვია, ადგილი არ გაქვს, ჩემი ცოლი ხარ სიცილი ამიტყდა. _რა გაცინებს, გოგო?_ახლა ისიც ატყდა და სიცილი დაიწყო. _გვეყოს ეს თამაში_დავსერიოზულდი უცებ. _თამაში? შენ ეს ყველაფერი თამაში გგონია? ფეხსაც ვერ გაადგამ, სანამ მე არ ვიქნები თანახმა. ამაზე მხოლოდ გამეცინა და ჩემი ნივთების ასაღებად შენობაში შევედი.
მიროს არ გამოვუცილებივარ, მეტი არც არაფერი უთქვამს. მივდიოდი და უკან არ ვიხედებოდი: ერთი, ორი , სამი აინს , ცვაი, დღაი ერთი ორი სამი... სანამ ათჯერ არ დავითვლი, მარშრუტკაში არ ჩავჯდები...
სანამ ნომერს ასჯერ არ გავიმეორებ, არ ჩავჯდები...
სანამ ხუთასჯერ არ დავითვლი, უკან არ მივიხედავ... დამეწყო ისევ ნერვიული შეტევა დამეწყო. ფრესკები, ხეები, ბოძები...ასი, ორასი, სამასი...
მომეჩვენა, რომ თუ არ გავიბრძოლებდი, ეს დასასრული იქნებოდა.
ბატონმა ბალჩმა პირობა შეასრულა და გერმანიაში წასვლა მალე მომიხერხა. გამგზავრების წინა საღამოს ნაცნობი მამაო მესტუმრა და მირიანის წერილი გადმომცა: _ვიცი, რომ ხვალ მიფრინავ.და გირჩევ, არ წახვიდე. მამაოსთვის პასუხი არ გამიტანებია. აერორტში კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა: გამგზავრებამე რამდენიმე წუთით ადრე პოლიციამ დამაკავა. არ ვიცოდი რა მექნა, ნაცნობი ადვოკატიც კი არავინ მყავდა. განყოფილებაში წამიყვანეს და გამჩხრიკეს. რა თქმა უნდა , არაფერი აღმოჩნდა , ოქმი დაიწერა და რამდენიმე საათში გამომიშვეს, თუმცა ჩემს რეისს ჩამოვრჩი. ხელმეორედ ბილეთის ფული რა თქმა უნდა არ მქონდა და ვიდრე რამეს მოვიფიქრებდე, სახლში დავბრუნდი და დაფიქრება გადავწყვიტე. სახლთან მირო დამხვდა...
(გაგრძელდება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|