ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2017


ვცადოთ სხვა ხმაზე სიმღერა!...

ქვეყნის სიცრუემ დამღალა,
დამღალა უშნო "ღრეობამ",
როდისღა უნდა გვეღირსოს
ქართველთ ნამდვილი მზეობა?..
ვარდისფერ მზერა ნარგები
უკვე გაგვიცვდა ღაწვები,
ვშიშობ უეცრად არ გაწყდეს
ცალფად შეკრული "თასმები".
არ გადავგვარდეთ, არ გავქრეთ,
არ ვირქვათ ნაქართველარი,
ყალბი იმედით არ "ვჭამოთ"
ჩვენივე ცრუ ნახელავი...
ამ მწვანე მთების სილაღე
ჩვენი, ქართველთა ვალია,
თუმცა  სიფრთხილე ძარცვულნმა
დავაიარეთ ძალიან,
ყველა "სიწითლე" დავატყვეთ,
დაღად დავუსვით ტკივილი,
გრძნობაგაყინულთ არ გვესმის
ქვეყნის მართალი ჩივილი.
სიკეთის ხედვა დავკარგეთ,
მოვირგეთ "მზა" სინანული,
ილიას სიბრძნე გავთელეთ
ენა, რწმენა და მამული.
სისხლით ნაძერწი სამშობლო
ბრალით "გავჭედეთ" ლაფ ჩიხში,
"ცუდად აღზრდილი" გონებით
თავი ჩავიგდეთ ზღვა ჭირში.
დავაბინძურეთ ერთურთი,
ბნელად ვაქციეთ ნათელი,
სხვისი ხელების შემყურე
როგორ გადავრჩეთ ქართველნი?..
თუმცა ხსნა მუდამ არსებობს,
ახლა ფიქრია მთავარი,
ჩვენს პაწაწინა "სამყაროს"
შევუკრათ ჯაჭვის ქამარი.
ვცადოთ სხვა ხმაზე სიმღერა,
იქნება ყვირილს აჯობოს?
სულნი ფერებით შევღებოთ,
ახლად დავხატოთ სამშობლო,
შემოვხსნათ მხრებზე შემსხდარი
ჩვენგან ბნეული დარდები,
"ტყვეობისაგან" დავიხსნათ,
"კაცებად" ვიქცეთ ლანდები...
დადგა დრო წრფელად ვიღიმოთ,
უხვად ვაფრქვიოთ სინაზე,
სუფთა ბგერებით დავთრგუნოთ
ბოღმად ქცეული სიბრაზე,
და ერთხმად "მართლა"
ვუმღეროთ
ჩვენს "ოქრონაშობ" ქვეყანას:
"ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები