არ შეიძლება, აკრძალულია, მე რომ ახლა სიზმრებს ვხედავ... თვალდახუჭული ვდგავარ ხესთან და ათამდე ვითვლი, თითებით კი გამხმარ მერქანს მუხლებში ვტეხავ.
თავზე ემხობათ ქოხმახები ჭიებს და ღუებს და ოჯახებით გარბიან სადღაც. ამ დროს არ უნდა შემოვხვიო ჭადარს ხელები, ამ დროს არ უნდა გიგრძნონ მაჯებმა, რადგანაც ისე ადვილია, უადვილესი, ორივე მხარზე გადაგირბინოს ჟრუანტელმა, ეზოს ამბების ჟრიამულის. ბავშვობაში ხომ ყოველთვის დგას ვიღაც ხის უკან და ელოდება დათვლას ათამდე... და რაც არ უნდა ნელა დათვალო, და რაც არ უნდა ფრთხილად გათვალო, იგულისხმება ყოველ ხესთან ხის კიბე, თითო, ცაში გაჭრილი ცარიელი საფეხურებით. "ერთი და ორი, ორი და ოთხი..." დაოთხილი ჭიანჭველების ჯარი და გუნდი. გული ჩემ სახლში, გული, რომელიც ფარატინა ფურცელია დღესაც და რომ გუშინაც ასე იყო, ასე იქნება ამ ღამითაც, თუ საღამურით გავდგები ქარში, ქარი კი მუჭში დაიმტვრევს მერქანს, ჩემი ტანიდან ტკივილით აცლილს...
აკრძალულია ცივ ზამთარში დახუჭობანა. ჭრიჭინებს თოვლი. ერთი და ორი და ათოვს ქალაქს. ვამთავრებ დათვლას. თვალებს ვახელ და ხის უკან დგახარ... და მარტო არ ხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. თოლია, მელ, გილო, თამარ, სანამ არ დაათოვა ამ ლექსს, მანამდე ვერ გითხარით მადლობა... თოლია, მელ, გილო, თამარ, სანამ არ დაათოვა ამ ლექსს, მანამდე ვერ გითხარით მადლობა...
4. მომეწონა. 5
მომეწონა. 5
3. ეს ნაწერი მემეტება სათავფურცელედ მხოლოდ... ეს ნაწერი მემეტება სათავფურცელედ მხოლოდ...
2. ავტორი: მაგდალენა ბეი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
10 ივლისი, 2017
მაგდალენა <3
ავტორი: მაგდალენა ბეი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
10 ივლისი, 2017
მაგდალენა <3
1. ნეტავ რა სჯობს- ხის უკან არავინ რომ არ დგას თუ მარტო რომ არ დგას?!
ჩემო მაგდალენა:*
ნეტავ რა სჯობს- ხის უკან არავინ რომ არ დგას თუ მარტო რომ არ დგას?!
ჩემო მაგდალენა:*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|