 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 4 ივლისი, 2017 |
რატომ ჩანხარ მოწყენილი, ქალბატონო თამარ? ასაკს თავი დავანებოთ, წამს სურს შეფერადდეს... შენმა წლებმა მომიწვიეს, შინაგანი ხმა ვარ, ჭიქა მინდა გრძელფეხება, არ ვსვამ ერთჯერადით... შენს წარსულთან გეახლები საპატიო ვახშამს, ლირიკული წიაღსვლა აქვს ჩვენს ტკბილ მოგონებას... შუქის ყველა ანთებაზე გახსოვს უბნის „ვაშაა“? მე კი მახსოვს სანთლის შუქზე ჩვილი, გოგო-დედაც... ხან აღმართზე მოგყვებოდი, ხან კი თავდაღმართზე, ამ ბოლო დროს დამიჯერე, მანამდე კი -არა! ჩვენში დარჩეს, ჩემი მხოლოდ ერთი ლექსი გმართებს, და როდესმე დამიწერე, ნუ დამტოვებ მწყრალად. რატომ ჩანხარ მოწყენილი, ქალბატონო თამარ? ყველაფერი რიგზე არის, მე ვარ „ატვეჩაი“! როგორც გიცნობ, შენს თავს ახლა უფრო მეტად ჰგავხარ, და ის დროა, ხსოვნას ვთხოვოთ ჩვენთვის ორი ჩაი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რა სევდიანი და მარტალი ლექსია. რა სევდიანი და მარტალი ლექსია.
3. შენმა წლებმა მომიწვიეს, შინაგანი ხმა ვარ, ჭიქა მინდა გრძელფეხება, არ ვსვამ ერთჯერადით... შენს წარსულთან გეახლები საპატიო ვახშამს,
ყველაფერი რიგზე არის, მე ვარ „ატვეჩაი“! როგორც გიცნობ, შენს თავს ახლა უფრო მეტად ჰგავხარ, და ის დროა, ხსოვნას ვთხოვოთ ჩვენთვის ორი ჩაი...
5.
შენმა წლებმა მომიწვიეს, შინაგანი ხმა ვარ, ჭიქა მინდა გრძელფეხება, არ ვსვამ ერთჯერადით... შენს წარსულთან გეახლები საპატიო ვახშამს,
ყველაფერი რიგზე არის, მე ვარ „ატვეჩაი“! როგორც გიცნობ, შენს თავს ახლა უფრო მეტად ჰგავხარ, და ის დროა, ხსოვნას ვთხოვოთ ჩვენთვის ორი ჩაი...
5.
2. ჩაი, ჩაი, "ნე სკუჩაი"! :) ჩაი, ჩაი, "ნე სკუჩაი"! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|