ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2017


ვანილის გემო

„არა უშავს“ განწყობას იმედის ფქვილს ვუცრი და,
უკეთესად ყოფნისთვის თავს ვუყვები არაკებს...
მიყვარს ჩემი ცხოვრება ლამის დედის მუცლიდან,
თუმცა, სულ არ ვყოფილვარ მოცურავე „კარაქში“!
გულში მადლიერი ვარ, ყოველი დღის თენების,
დღეს მაქვს, ხვალემ იკითხოს საპურყველო ხვალისა...
პირველობაც არ მინდა, ზე-ქვე გამოყენებით,
მომინდება? მიმინოდ ბედს მხარზეც კი დავისვამ!!!
ესეც ცხოვრება არის, როცა ვეთამაშები,
ყოფასთან კი მუდმივად გრელზე გრძელი როქი მაქვს.
ზოგჯერ მე თვითონა ვარ ჩემი თავის მაშველი,
და იმედიც ჯინივით ამომისვამს დოქიდან!
აღარ დაიწერება მერე ერთი სტრიქონიც,
სევდა სულ რომ განვკურნო, ანუ „სულის მარილი“...
ვზივარ ახლა ფიქრისთვის ახალ არაკს ვიგონებ,
ჰო, არ მიყვარს ცხოვრებას გემო რომ აქვს ვანილის...
05.07.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები