ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხულორდავა96
ჟანრი: თარგმანი
29 ივლისი, 2017


ჯორჯ გორდონ ბაირონი ემას


წასვლის ჟამია, მოლოდინით გული მოცდება,
უნდა დატოვო ვინც გიყვარდა, ვინც გულს უხარის,
წარსულს ჩაბარდა ნეტარების ყველა ოცნება,
ცალფა ტკივილი დაგვრჩენია და საწუხარი.

ვაგლახ! ტკივილი ავბედითი იქნება მკაცრი,
გაგვყრის და მერე მინავლებას არც დააპირებს,
რომ დაგვაშორებს და არასდროს არაფერს გვაცდის,
შენ კი მარტოკა მოიხილავ ზღვათა ნაპირებს.

და მე ვიგონებ იმ გარდასულ დღეებს ვნებიანს,
რომ სიხარულის ცრემლი მომდის განგების ნებით,
აგერ, გავხედავ იმ კოშკურებს ქონგურებიანს,
რომელთა ჩრდილში გაილია ბავშვობის წლები.

იქ, გოთიკური სარკმლის გვერდით დარჩა ბალღობა,
რომ გავყურებდით ტბას და იქვე გაშლილ სანახებს,
დღეს კი ამ ცრემლით ჩვენს მწუხარე გზებსაც გავღობავ,
გამოთხოვება რომ ვერასდროს ვერ დაგვანახებს.

იქ, მინდვრის ზემოთ, ცა რომ თავზე ქუდად გვეხურა,
იქაურობას რომ ვთელავდით შიშველ ფეხებით,
საჩრდილობელთან მივაღწევდით და უხერხულად,
გაყუჩდებოდი ჩემს მთრთოლვარე მკერდზე შეხებით.

და აღტაცება რომ მიპყრობდა მაშინ ათმაგი,
პეპლებსაც აღარ გიქშევდი და ღელვას ვიწყებდი
და  რომ იცოდე, როგორ მშურდა ყველა მათგანის,
მთვლემარე თვალზე რომ გკოცნიდნენ თავდავიწყებით.

აგერ, ის ნავი, უდრტვინველად წყალს რომ მითელავს,
ჩვენს ტბაზე სხივი ალაპლაპდა ოქროცურვილი
და წყლის გადაღმა, ხელმეორედ, ვხედავ იმ თელას,
დღეცისმარე რომ დავძვრებოდი შენი სურვილით.

წავიდა ის დრო, ჩაუვლია უკვე ქარავანს,
შენ მიმატოვე, მიატოვე ჩვენი მიდამოც,
კვლავ აქ დავდივარ, მაგრამ თითქოს აქაც არა ვარ,
უშენობიდან ან რა აზრი გამოვიტანო.

როგორ გაიგებს, ვისაც თავად არ განუცდია,
ტკივილი ბოლო ჩახუტების, წვისა და დაგვის,
როცა გრძნობები შენს უნაზეს ცრემლებს უცდიან
და ერთი სიტყვა, ერთი სიტყვა დაგვცდება ბაგით.

ეს არის ჩვენი განსაცდელი, ჩვენი გზასრული,
ლოყებს რომ ცრემლით დაგვისველებს მთელი ცხოვრება,
თვით სიყვარულის განჩინება და დასასრული,
უკანასკნელი, უნაზესი გამოთხოვება!

ინგლისურიდან თარგმნეს
ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ
  Since now the hour is come at last,
    When you must quit your anxious lover;
  Since now our dream of bliss is past,
    One pang, my girl, and all is over.
2
  Alas! that pang will be severe,
    Which bids us part to meet no more;
  Which tears me far from one so dear,
    Departing for a distant shore.
3
  Well! we have pass’d some happy hours,
    And joy will mingle with our tears;
  When thinking on these ancient towers,
    We shelter of our infant years;
4
  Where from this Gothic casement’s height,
    We view’s the lake, the park, the dell,
  And still, though tears obstruct our sight,
    We lingering look a last farewell,
5
  O’er fields through which we used to run,
    And spend the hours in childish play;
  O’er shades where, when our race was done,
    Reposing on my breast you lay;
6
  Whilst I, admiring, too remiss,
    Forgot to scare the hovering flies,
  Yet envied every fly the kiss
    It dared to give your slumbering eyes:
7
  See still the little painted bark,
    In which I row’d you o’er the lake;
  See there, high waving o’er the park,
    The elm I clamber’d for your sake.
8
  These times are past—our joys are gone,
    You leave me, leave this happy vale;
  These scenes I must retrace alone:
    Without thee what will they avail?
9
  Who can conceive, who has not proved,
    The anguish of a last embrace?
  When, torn from all you fondly loved,
    You bid a long adieu to peace.
10
  This is the deepest of our woes,
    For this these tears our cheeks bedew;
  This is of love the final close,
    Oh, God! the fondest, last adieu!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები