ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2017


ნგრევა

ისეთი მოსაწყენია ყველაფერი, სიბნელეს ვანთებ,
რაღაც დონეზე ეშმაკი თუ არ ვარ როგორ გავიგო ჩემი ღმერთობა,
თუ ყველაფერი ფარდობითია, ფარდების უკან რაღა არის თუ ვერ გავიგე,
რისთვის მაქვს ორი თავი და ოთხი ხელი,
ორი ტანი და რვა ფეხი,
რომლებიც რვა მხარეს მიმარბენინებენ,
ფარდების უკან ფანჯრებია,
ფანჯრებში ჩემი გამოსახულება ირეკლება,
ფანჯრებს იქეთ კი ყველაფერია რისი აღქმაც შემიძლია და არ შემიძლია,
ოთხ ხელში,
ოთხი ჩაქუჩი მიჭირავს და ორი კაცის ძალით ვამსხვრევ სამყაროს ილუზიას,
მინები იფანტება,
ზოგი მესობა კიდეც,
თუმცა ეს არაფერია,
ამოვიძრობ,
მთავარია ჰაერი შემივიდეს ნესტოებში,
ოთხ ნესტოში,
ჰაერი შემდის და ჰაერში შევდივარ,
მზე ანათებს და ცაზე მთვარე კიდია,
ვარსკვლავებიც ჩანს,
კარგი სანახავია დღისით ვარსკვლავები,
ჩაქუჩებს ვყრი,
და ვიბადრები,
ვიბადები,
ვი ბადები,
ბადეში ვეხვევი და ვხევ ბადეს, რადგან სიცოცხლე უნდა ვშვა
"ბა" ვშვი, კა, ბა, ლა, ჰაააა, ქჰააა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები