 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 18 ივლისი, 2017 |
თვალნი რად დახარე მორცხვად ქალბატონო? ფიქრობ ქვეყნის ცოდვა შენს მხრებს ალაგია? სულ რომ საკაცეთში ბრალი აბატონონ ეგ, შენი დედობა საღმრთო ამაგია. სულ რომ დაბინძურდეს თეთრი ნაკვალევი, მზერა უცოდველი სულ რომ გადათელონ, ბზარსაც არ გაიჩენს შენი "ნაწვალევი" მხოლოდ დედის მკერდით იძგერს საქართველო. ქალის ყველა სუნთქვა საღიც, რიტმრღვეულიც შენგან გაჩენილი ჩვილის ხელებშია, სულ რომ გადახუნდეს "ჭრელი წვეულება" დედის "სამოსელში" შვილის ფერებია. სულ რომ დაიბინდოს, მთვარემ გვიღალატოს, სულ რომ მზემ შეწყვიტოს სხივების ჩუქება, მაინც გადავრჩებით, მხსნელი შენ იქნები, დედას მყარ მფარველად შვილები უჩნდება... ჰოდა, ნუ დახარე თვალნი ქალბატონო, ნაზი, თბილი მზერა ლაღად მიმოფანტე, ჩუმი სინანული აღარ აბატონო, "ქვეყნის" იავნანა თამამად გაფანტე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ........... ...........
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|