ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორია მარიამი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2017


* * *

დღეს ჩვენ წარსულში გადავინაცვლეთ,
დიდი დროით და დღეებით უკან,
პოეზია კი,როგორც მარცვალი
ღვივდება ჩემში,ნერვებზე უკრავს.
ვეღარ ვწერ ლექსებს ცარიელ გულით,
სავსე თვალებით,ამინდით მზიან,
გაგიკვირდება,ვერც იმას ვგუობ,
რომ შენ ერთი ნაცნობი მქვია.
გათენდეს იქნებ ან ვწერდე მაინც,
მივდივარ შენგან-უფრო გშორდები,
გზადაგზა ახალ სტრიქონებს ვმარცვლავ
და უკან მრჩება მთელი ცხოვრება.
ეს ღამეები უფინალოა,
თუმცა ჩემსავით ალბათ ვინ იცის,
რომ მე ქალი ვარ ფრანგულ ფილმიდან
და სიმწრის არის ჩემი სიცილიც.
გაგეღიმება,ტრაგიკული ვარ,
ჩემივე თავი გამოვიგონე,
ვზივარ,დუმილით გისმენ,გიყურებ
და ულექსობის ქრება სინდრომი.
ვიჯერებ,შენში გადარჩენაა,
თუნდაც ვცდებოდე,ვიცი,ასეა,
შენ კი მიდიხარ,ჩემთან არ რჩები
და თითქოს წასვლაც დამნაშავეა.
მეუბნებიან,რა ადვილია,
რომ არ მტკიოდეს გული-კარდიო,
შენ შეგიძლია,შენ შეგიძლია,
ადგე უბრალოდ და მაპატიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები