| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 29 ივლისი, 2017 |
მამელუქებო! მამელუქებო! ეპოქებმა შეიშვრეს ცრემლი, მარადისობამ საფლავებიც დაფარა ქვიშით, პირამიდები, უკვდავების ჟამთასვლის მცველნი, ,,ჰაეს’’ ლოდინში სილაჟვარდეს უმზერენ შიშით; მამელუქებო! პირამიდებს ნაჭდევად დარჩათ, ,,სისხლის ყივილი’’ ალესილი ჯვარცმულ ხმლის ფხაზე, მაგ წარსულიდან სამწუხაროდ მერმისი არ ჩანს, და ხვიჩას აკვანს ქართველები ხსოვნისთვის ვარწევთ; იბრაჰიმ-ბეის* დედის მოთქმა შეახმა აწმყოს მუჰამედ-ბეის* ნასახლარზეც ,,აყვავდა’’ ხავსი, ცირას უსაზღვრო, სევდიანი თვალების ამბორს, ტეხურის ცხევლის სურნელება ცრემლებად დასდის. მამელუქებო! გულმოდგინედ გდარაჯობთ სფინქსი, ფარაონების ნაგეში და ნაწრთობი რწმენა, ბრუნავს სამყარო შემოქმედის ნაშობი სიტყვით და უჭირს მერმისს წარსულისკენ მუდმივად ცქერა. მამელუქებო! დავიწყების არ გელით ჟამი, დროს ეშინია ქვეყნად მხოლოდ პირამიდების, მარადისობას ეპოქები მოუხნავს ძალით, თქვენც, მომავალში ქვის სფინქსებად ჩამოიქნებით! - - - - - - - - - - იბრაგიმ- ბეი შინჯიკაშვილი, ცნობილი გამონათქვამის ავტორი: ,,ერთი ქართველი უფრო ძლიერია სხვაგან, ვიდრე ათასი ქართველი თავის ქვეყანაში.’’ ეგვიპტის მმართველი. მუჰამედ-ბეი კატამიში - პირველი მამლუქი-ბეი, რომელმაც თავისი სახლი (არაბ. ბაით) შექმნა. მოკლეს შეთქმულებმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ავტორს ეცოდინება წიგნი "წითელი წვიმა ნილოსზე" ძალიან კარგი წიგნია მამლუქებზე ავტორს ეცოდინება წიგნი "წითელი წვიმა ნილოსზე" ძალიან კარგი წიგნია მამლუქებზე
9. მადლობა, ყველას! გიორგის დავეთანხმები და ფლორენციასადმი პასუხში გამოვკვეთავ ამ თანხმობას. წამძღვარებული სიტყვები თქვა იბრაჰიმმა მაშინ, როცა შესთავაზეს საქართველოში ჩამოსვლა და თავისი ქვეყნისათვის დახმარება. მას და მის თანამოძმე მამლუქ მურად-ბეის ერთად მამლუქების ასიათასიანი არმია ჰყავდათ. ეს იყო პატარა კახის პერიოდი. ორივე შემდგომ ,,პირამიდების ომში'' ნაპოლეონთან დამარცხდა. მადლობა, ყველას! გიორგის დავეთანხმები და ფლორენციასადმი პასუხში გამოვკვეთავ ამ თანხმობას. წამძღვარებული სიტყვები თქვა იბრაჰიმმა მაშინ, როცა შესთავაზეს საქართველოში ჩამოსვლა და თავისი ქვეყნისათვის დახმარება. მას და მის თანამოძმე მამლუქ მურად-ბეის ერთად მამლუქების ასიათასიანი არმია ჰყავდათ. ეს იყო პატარა კახის პერიოდი. ორივე შემდგომ ,,პირამიდების ომში`` ნაპოლეონთან დამარცხდა.
8. სხვის ომებში უფრო ცდილობდნენ ქართველები თავის გამოჩენას ანუ ) სხვის ომებში უფრო ცდილობდნენ ქართველები თავის გამოჩენას ანუ )
7. ,,ერთი ქართველი უფრო ძლიერია სხვაგან, ვიდრე ათასი ქართველი თავის ქვეყანაში.’’ რა სამწუხარო რეალობაა.ნეტა ავტორი რას გულისხმობდა ამ სიტყვებში?! ლამაზი ლექსია.
,,ერთი ქართველი უფრო ძლიერია სხვაგან, ვიდრე ათასი ქართველი თავის ქვეყანაში.’’ რა სამწუხარო რეალობაა.ნეტა ავტორი რას გულისხმობდა ამ სიტყვებში?! ლამაზი ლექსია.
6. ძალიან კარგია, ძალიან. ძალიან კარგია, ძალიან.
5. ძალიან კარგია, ძალიან. ძალიან კარგია, ძალიან.
4. კარგია, ეტყობა გულწფფელი ემოცია
ბრჭყალების საჭიროებას ვერ მივხვდი.
5 კარგია, ეტყობა გულწფფელი ემოცია
ბრჭყალების საჭიროებას ვერ მივხვდი.
5
3. დრო მხოლოდ პირამიდებს დაინდობს ალბათ და პირამიდებთან გადაჯაჭვულ მამლუქთა ხსოვნას ++ დრო მხოლოდ პირამიდებს დაინდობს ალბათ და პირამიდებთან გადაჯაჭვულ მამლუქთა ხსოვნას ++
2. მაგარია მეც ძალიან მიყვარს მაგარი ლექსია ბრავო თემურ მომწონს ძააალიან მაგარია მეც ძალიან მიყვარს მაგარი ლექსია ბრავო თემურ მომწონს ძააალიან
1. ბავშვობიდან მოყოლებული, მამლუქებისადმი სიყვარულს დღემდე ვატარებ. სიტყვებით მიჭირს გადმოცემა, იმდენად სათუთია ეს გრძნობა ჩემში.
ბავშვობიდან მოყოლებული, მამლუქებისადმი სიყვარულს დღემდე ვატარებ. სიტყვებით მიჭირს გადმოცემა, იმდენად სათუთია ეს გრძნობა ჩემში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|