ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2017


სიკეთე ვძერწოთ!..

არაფერია ცხოვრებაში იმაზე დიდი
შენი ნაბიჯი რომ მიიკრავს სიკეთის სურნელს,
მერე უეჭვოდ გამოჩნდება ვიღაცა ფლიდი
და ეგონება, სხივს ჩაგიქრობს, იმ ნებით სულელს...
რა გზა აღმოფხვრის სამყაროში უსახო მზერას?
არის, ყოფილა და იქნება სიყალბე ქვეყნად,
უნდა ვეცადოთ ღმერთს ვაწვდინოთ მართალი ბგერა,
ხსნა მხოლოდ სულის ფერებშია, ცაშია ხედვა.
უნდა გავნათლდეთ! უნდა შევქმნათ! უნდა აღვზარდოთ!
მცირე საძირკველს უნდა ვადგათ ვრცელი კოშკები!
მცდარად "შობილი" სიყმაწვილე სწორად გავზარდოთ,
უცხოს, დაღლილ მგზავრს შევთავაზოთ "სადა" ქოშები.
გამოვიღვიძოთ, დავინახოთ მკვეთრი სინათლე,
ნება არ მივცეთ სუსტ ზმანებას სიმდაბლე თესოს,
ხელი ჩავკიდოთ, დავიკისროთ ცისკრის სიმარდე
და ასე ერთად, უზარებლად სიკეთე ვძერწოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები