ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2017


ხმაურით მორჩენილი ხმაური

მძიმე ხმაურმა პათოსური დისკურსის ჩახშობა მყისიერად და ეფექტურად მოახერხა. მიზანში მოხვედრილმა ნასროლმა ლიდერის სამეტყველო აპარატის მწყობრიდან გამოყვანა და იქ არსებული ემოციური მდგომარეობის განეიტრალება წარმატებით შეძლო. მათ ახალი გმირი ყავთ, რიგით მესამე, რომელიც საზოგადოების ხმის უფლების დასაცავად, იქ შეკრებილებს უფრო მეტი ხმაურისკენ მოუწოდებდა. მიმართვის ფორმა წინამორბედებისგან არაფრით გამოირჩეოდა. რიტორიკა სამივე მათგანს თანაბარ დონეზე კარგად ქონდა განვითარებული. ხშირად მეორდებოდა სიტყვები : ჩვენი; ხმაური; ღმერთები; ისტორია; ბრძოლა;

– ჩვენი მიზანი ისტორიისთვის ჩვენი ხმაურის დატოვებაა. ჩვენი ხმაური ისე უნდა დაიხვეწოს, რომ მისი შესწავლის სურვილი ღმერთებსაც გაუჩნდეთ. ჩვენი მთავარი ღირებულება ეს გამორჩეული ხმაურია, რომელიც მართალია ხშირად ღმერთებსაც ანრისხებს, მაგრამ სხვას არავის გამოსდის ისე კარგად, როგორც ეს ჩვენ შეგვიძლია. ჩვენი ხმაური ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების მძლავრი იარაღია. არ დაგავიწყდეთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, იქ სადაც ახლა მე ვდგავარ იდგნენ ისინი, ვინც ისტორიის ხმაურით შენარჩუნებისკენ მოგვიწოდებდნენ. მათი ხმაური დღეს თითოეული ჩვენგანის ხმაშია ჩატეული, დამახსოვრებული ისე, რომ არცერთ ქვას, ლოდს თუ სხვა მძიმე საგანს არ შეუძლია მისი ჩახშობა. არ დაგავიწყდეთ რომ თუ ჩვენ გავჩუმდებით, ჩვენი შვილები ამ უნიკალური ნიჭის გარეშე დაიბადებიან. ასეთ შემთხვევაში კი, ისინი უბრალოდ დეფორმული სხეულები ექნებათ, როგორც საკანი ბრალდებულისთვის სიცოცხლეშივე უვადო სიკვდილის განაჩენით. მე გთავაზობთ ჩვენი შვილების ხმაურის გადასარჩენად, ყველამ ერთად, ისე როგორც არასდროს დავიბეროთ იოგები და ისტორიას ყურებში ჩავუგუბოთ ჩვენი ხმაური. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მე ჩემი წინამორბედის ბედი მეწია, მომეცით პირობა, რომ ხმაურს არ შეწყვეტთ. ღმერთების განრისხებამაც არ შეგაშინოთ, გახსოვდეთ რომ ქვას მხოლოდ გემრიელი ნაყოფის მქონე ხეს ესვრიან. ჩვენი ნაყოფი კი, ქვის სროლის ობიექტი ხშირად იმიტომ ხდება, რომ ის საკმაოდ საინტერესო და გამორჩეულია. არასდროს დაელოდოთ ერთმანეთის ხმაურს და ერთმანეთს მხოლოდ ხმაურის წამოწყებასა და ხმაურის გადარჩენაში შეეჯიბრეთ. ჩვენი შვილების გადასარჩენად მე მზად ვარ თქვენთან ერთად ქვასაც შევუშვირო თავი, იმ იმედით რომ ჩემი ხმაური თქვენს ხმაში გააგრძელებს უსასრულო სიცოცხლეს.

ხმაურის დაწყებას, ზუსტად ის მძიმე ხმაური მოჰყვა, რომელმაც მთელი ეს მძაფრი ემოციური მდგომარეობა დააცარიელა. ლიდერის პირობა ვერავინ შეასრულა, მძიმე სიჩუმე დადგა. თუმცა იყო ისეთი, ვისაც მეორე განზომილებაში ამ სიჩუმემ სიამოვნების გაარძელების საშუალება მისცა. თუმცაღა ეს სიამოვნება სხვისი პიროვნული ღირსების დაკნინების და ფატალური შედეგის ხარჯე მოხდა.

– მგონი დირიჟორს მოვარტყი. ძლივს არ გაჩუმდნენ, მოტ…. ტვინი.
თინეიჯერი ბიჭის ამ ფრაზაში ჩაეტია ბაყაყების მთელი აჯანყება და ტბის პირას მჯდომმა წყვილმა “ზასაობა” გააგრძელა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები