დრო და დრო ქალაქი სულ უფრო ლაკონურ ქუჩებით იწყება ფინჯანი ყავიდან ღრუბლები - წვიმების მოთეთრო ფლაკონი ფიფქები - თებერვლის ნაცნობი ყაიდა ხლართავენ განწყობას ათასგვარ მანერით სიმძაფრეს უზავებს ამინდის კეცები და შენი თვალები სამყაროს ბანერი, ხან უფრო პროგნოზი კაცის ან კაცების იხდენენ ქალაქის ახლანდელ ვერსიას შეღებილ გამზირებს, ქუჩებს და მიკროებს ხვდები რომ სიცოცხლე ცის იქით ლექსია რომელშიც ეტევა ათასი მიკრობი ან უფრო ვირუსი,ჩხირი და ყაისნაღს ადრიან პოეტებს დროიდან უხსოვარ და ხშირად თავი რომ მიწისგან დაიხსნან ქალაქებს ლექსების გამზირებს უქსოვენ და მერე სხეულებს ასფალტებს ესვრიან ზოგჯერ კი გზა და გზა ქვაფენილს იკრობენ და შენ კი ქალაქის ახლანდელ ვერსიას შეფერილ გამზირებს, ქუჩებს და მიკროებს ინახავ თვალების მსუბუქი ფლაკონით უზავებ მწერლების შერჩეულ ყაიდას რადგანაც ქალაქი სულ უფრო ლაკონურ ხალხით და ქუჩებით იწყება ყავიდან შიშობ რომ სამყარო უბრალოდ შედედდეს შეხორცდეს ღრუბლების მოთეთრო ფლიგელი ან მთელი ცხოვრების მარტივი შედეგი დასრულდეს უბრალო მადლობის სიგელით და რადგან გინდა რომ სამყარო დაიხსნა შემორჩეს შენს ქალაქს ცის თხელი ბანერი მსუბუქი თითების შენც იღებ ყაისნაღს და ხლართავ სამყაროს ათასგვარ მანერით