თუ ადამიანები ოცნებას მწვერვალს ადარებენ ჩემთვის ის, ოთხსართულიანი შენობის მეორე სართულია. თუ ადამიანები სამყაროს უმაღლეს წერტილს ეძებენ, მე, ის უკვე დიდი ხანია ვიპოვნე და მივხვდი, რომ სულ რაღაც, შენობის მეორე სართულზე მდებარეობს. თუ ადამიანებს რომანტიზმისთვის პარიზი, ლონდონი, ვენეცია, წვიმები და ალკოჰოლი ესაჭიროებათ, ჩემთვის ბოტკინიანი შენობის მეორე სართული, ყველაზე რომანტიული ადგილია. თუ ადამიანები სამოთხეზე ბევრს ფიქრობენ, მე დანამდვილებით ვიცი, რომ ის, მეორე სართულზე მკლავებივით გამოშვერილი აივანია. თუ ადამინები ვერ ხვდებიან რატომ იზრდებიან ხეები სიმაღლეში და არა სიგრძეში? მე შემიძლია ვუპასუხო : - ხეებსაც აქვთ ოცნებები. თუ მათემატიკოსებისთვის მანძილი ა წერტილიდან ბ წერტილამდე ცვალებადია, ჩემთვის ის, ყოველთვის მიწიდან მეორე სართულამდე გრძელდება. "ქადა ორი ხელით იჭმევა", "პეპელას ორი დღის სიცოცხლე აქვს", ადამიანს ორი ხელი, ფეხი, თვალი, და ორი ფილტვი აქვს. სიტყვები ხომ პირობითია, ისევე, როგორც ჭეშმარიტება და ზოგადად სამყარო. ჰოდა, ჩემი პირობითი მეორე სამყაროს მეორე სახელი იქნება : მეორე გვარი : სართული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|