ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
3 ოქტომბერი, 2017


ჩვენ მზეს გაფიცებ!..

მზეს დავიფიცებ, რომ ისევ ისე ძლიერ მიყვარხარ, როგორც მაშინ...იქ...წლების უკან უყვარდი კიკინებაწეწილ ვარდისფერ გოგონას!..
მზეს დავიფიცებ, რომ ისევ ისე ძლიერ მეიმედები, როგორც მაშინ... ბავშვობის წრფელ ბილიკზე... შემთხვევით დაცემულს,  შენი ხელი რომ მფარველად მწვდებოდა და თვალებში ცრემლების ნაცვლად ბრილიანტი აციმციმდებოდა...მაგრამ რატომღაც ეს იმედი აღარ ხარ ახლოს.
მზეს დავიფიცებ,  რომ ისევ ისე ძლიერ მენატრები, როგორც მაშინ...მოზარდობისას...სასკოლო არდადეგებზე დასასვენებლად რომ წაგიყვანდნენ...თუმცა ორ დღეში ისევ უკან ბრუნდებოდი სახლი მირჩევნიაო, სინამდვილეში კი ვერც შენ ძლებდი უჩემოდ...ახლა სად გაქრა ათასი მიზეზი ჩემთან მოსვლის?..
მზეს დავიფიცებ, რომ ისევ ისე გულუბრყვილოდ მიგიჩნევ ჩემს ღმერთად, როგორც მაშინ...წლების მიღმა ცეროდენა გოგო გთვლიდი სასწაულების მომხდენად, შენი ჯამბაზური ოინების წყალობით...ოღონდაც დაბრუნდი... ოღონდაც დაბრუნდი და ამაზე მეტი სასწაული არაფერი იქნება სხვა!..
დაბრუნდი...მზეს გაფიცებ!.. იმ მზეს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის ამოდიოდა...იმ მზეს, რომელიც ისე არ ჩავიდოდოდა ჩვენ თუ ტაშით არ გავაცილებდით...
ჩვენ მზეს გაფიცებ...ჩვენსას...დაბრუნდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები