ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 ოქტომბერი, 2017


შენი სახელია დავიდ

იმ დღეს მზეც კი სხვანაირად ანათებდა.(სხვისი პირიდან მოსმენილი,ეს ნათქვამი  მეც ბანალურად მეჩვენებოდა, მანამდე, სანამ ერთ დღეს მას არ შევხვდი.)
ამ დღემდე ჩემი ერთფეროვნება მრავალფეროვანი გახდა.
ვისხედით, ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვეფერებოდით და სრულიად გვავიწყდებოდა, რომ მასაც და მეც  სახლში ახლობლები გველოდნენ,
ისინიც კი გვავიწყდებოდა, ვისაც უფრო მეტად ეკუთვნოდა ჩვენი ფერება, ვიდრე ჩვენ ერთმანეთის.
გრძნობას რას გაუგებ...
ოდესღაც ერთ სკოლაში ვსწავლობდით, იქნებ თვალიც შეგვივლია ერთმანეთისათვის,
არც ერთს არ გვახსოვდა...
არც ის გვახსოვდა, როგორ მოვედით ამ ურთიერთობამდე.
ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს,მე სხვა ქვეყანაში

(ამათგან ერთ -ერთი საქართველოა)
რა მნიშვნელობა აქვს სად ცხოვრობს, როცა გიყვარს
როცა გიზიდავს
როცა მოგწონს
როცა გიხარია მისი აღმოჩენა და მისი არსებობით ცხოვრება გილამაზდება.
არაფერი განსაკუთრებული,
აქამდე  ჩემი ნათქვამი ყველა სიტყვა ბანალური იყო, ვიდრე მას არ შევხვდი.
2017 წელი

ოქტომბერს ჩავყევი რიცრიცით
ჭადრებიც გლოვობენ უშენოდ...
ფოთლების გარეშე დარჩენას
გრანელის ქუჩიდან ვუცქერი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები