ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გეგა-ნია
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2017


ნინო და ალი

შორს მთებში სუნთქავს გრძნობა ტანჯული
და ხანჯლის პირზე ჰკიდია ცოდვა,
ვისთვის არ იყო ნება დართული,
ვისთვის ეკითხათ ყოფნა არ ყოფნა.

გული ძგერს ორად განა ერთია,
სამშობლო... შემდეგ სატრფო და ისევ...
სიყვარული ხომ თავად ღმერთია,
დაუკითხავად გულის ხმას მისდევ.

აჰა! ჭახანიც გაისმის თოფის,
გული ნელდება, თვალი კი ხედავს,
ქართულ ჩოხაში გამოწყობილი,
თვით საქართველოს ასული ცეკვავს.

რისთვის ნელდები გილო უდროოდ,
აფერუმ! ტრფობას ორი ერისას,
აფერუმ! რადგან შენს სამშობლოში,
ისევ დალევენ გადარჩენისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები