ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მილე
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2017


კუდიანთა ცეკვა

ჩამორეცხავს ძველ ბილიკებს ქალის კუდზე,
ზღვის ქაფიდან მოწყვეტილი წყლის წვეთები,
ნელი ქარი დაუბერავს მზის ჩასვლისას,
მის თვალებში კუდიანებს ააცეკვებს.
ჩამორეცხავს წყვეტილ ნიშნებს წყლის მარილი
ქალი სიოს გააყოლებს ძველ სიმღერებს.
კუდზე თევზთან მოთამაშე წყლის ფარფლები
მისი ცრემლით ქანდაკებებს ააშენებს...
ზღვის ტალღებში გაფრინდება სევდის ხმები
დამიწებულ ქვიშის ქალებს გააცოცხლებს...
ნელი ქარი დაუბერავს მზის ჩასვლისას
მის თვალებში კუდიანებს ააცეკვებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები