მე მეოთხე შვილი ვარ, სტატისტიკურად დაბალშემოსავლიანი ოჯახიდან არა ღარიბიდან, (დედას და მამას სძულს ეს სიტყვა, არადა ის ყველაზე ობიექტურად ასახავს მათ მდგომარეობას საზოგადოებაში. რომელიც სასტიკად პირდაპირპრორორციულია მაღაზიაში ნაყიდი საჭმლის ჩეკებსა და საშინელ ვახშამს შორის) რაღა შორს წავედი მე მეოთხე, დაუგეგმავი, შვილი ვარ და როცა მესმოდა სიტყვები "შეცდომა" "რა მექნა" "უკვე გვიანია" არ ვიცოდი რომ ეს საღამოს სახლში დაგვიანებით მოსვლას კი არ უკავშირდებოდა, არამედ ეს შეცდომის გამოსწორების ალტერნატიულ გზას ეხებოდა. მე მეოთხე შვილი ვარ თუმცა, დაგეგმილი, ჩემი უფროსი დაც, ისეთივე სიღარიბეში ცხოვრობს, როგორც დანარჩენები, "სასურველები" და "მოსალოდნელები".
მე არც სიყვარულის ნაყოფი ვარ რადგან არასდროს დამინახია სიყვარული იმ ქალსა და კაცს შორის ჩვენ რომ "გვარჩენენ". ახლა არც ის მიკვირს რატომ ეზარება ქალს მშობელთა კრებებზე სიარული და საყვედურის მოსმენა ჩემი ცუდი ყოფაქცევისა და დაბალი ნიშნების გამო. არ გეგონოთ მათი მდგომარეობა თემში დასაძრახია პირიქით, ქალი ამაყად დადის მრავალშვილიანის აწებებული იარლიყით, ლამაზად იხდენს თეძოზე კაბას და მხრებზე მოსასხამს. თავს დებს თუნდაც დაუგეგმავი შვილებისათვის და სასტიკად ეზარება მათთვის ვახშმის მომზადება ანდა სწავლაში დახმარება. მით უმეტეს მშობელთა კრებებზე სიარული... რადგან იქ მათ შვილებს "არაფერს ასწავლიან,"
მე მეოთხე დაუგეგმავი შვილი ვარ და მტკივა ჩემი მომავალი რადგან როდესაც ჩვიდმეტის ანდა თხუთმეტის გავხდები. იძულებული გავხდები, დავუშვა დაუგეგმავი შეცდომები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ამას ლექსს არც მე დავარქმევდი, უფრო გულისთქმაა. რომელიც ამ რამდენიმე დღით ადრე მოემაძალა. მქონდა მეც ასეთი შეგრძნებები ადრე. მესამე, დაუგეგმავი შვილი ვარ, თუმცა არ მიგრძნია მშობლებისგან , რომ არავის ვჭირდებოდი. ახლა სხვა დროა და ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ცდება, იმით, რომ ვერ გეგმავს შვილებს და მათ მომავალს... მე მრავალშვილიანობის წინააღმდეგი კი არა ვარ, ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, (როგორც ამ გულისთქმის დაწერის შემთხვევაში )რომ მას არ ელოდნენ და შეცდომის ნაყოფია.
რაც შეეხება ნეფერტარის მეორე კომენტარს, თითქოს აქ ბრჭყალები მისი კომენტარის მერე გაჩნდა, სიმართლე არაა. აქ ბრჭყალები თავიდანვე იყო! ყველაფრის მხედველ თვალსაც ზოგჯერ რაღაც გამოეპარება
გთხოვთ ნუ გამართავთ აქ ზედმეტ პოლემიკას. პატივისცემით მარეხი მემანიშვილი ამას ლექსს არც მე დავარქმევდი, უფრო გულისთქმაა. რომელიც ამ რამდენიმე დღით ადრე მოემაძალა. მქონდა მეც ასეთი შეგრძნებები ადრე. მესამე, დაუგეგმავი შვილი ვარ, თუმცა არ მიგრძნია მშობლებისგან , რომ არავის ვჭირდებოდი. ახლა სხვა დროა და ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ცდება, იმით, რომ ვერ გეგმავს შვილებს და მათ მომავალს... მე მრავალშვილიანობის წინააღმდეგი კი არა ვარ, ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, (როგორც ამ გულისთქმის დაწერის შემთხვევაში )რომ მას არ ელოდნენ და შეცდომის ნაყოფია.
რაც შეეხება ნეფერტარის მეორე კომენტარს, თითქოს აქ ბრჭყალები მისი კომენტარის მერე გაჩნდა, სიმართლე არაა. აქ ბრჭყალები თავიდანვე იყო! ყველაფრის მხედველ თვალსაც ზოგჯერ რაღაც გამოეპარება
გთხოვთ ნუ გამართავთ აქ ზედმეტ პოლემიკას. პატივისცემით მარეხი მემანიშვილი
5.
ხო, ლუტეცია, ოღონდ ეგ ბრჭყალები ჩემი კომენტარის შემდეგ გაჩნდა მაგ სიტყვებთან.
ხო, ლუტეცია, ოღონდ ეგ ბრჭყალები ჩემი კომენტარის შემდეგ გაჩნდა მაგ სიტყვებთან.
4. ჰო სევდიანია... მე მივხვდი, რატომ არის ბრჭყალებში ჩასმული "არაფერს ასწავლიან". ისე რა მწარე განცდაა ალბათ, როცა იცი რომ დაუგეგმავი ხარ, მაგალითად მესამე გოგო.
ჰო სევდიანია... მე მივხვდი, რატომ არის ბრჭყალებში ჩასმული "არაფერს ასწავლიან". ისე რა მწარე განცდაა ალბათ, როცა იცი რომ დაუგეგმავი ხარ, მაგალითად მესამე გოგო.
3. ჟანრი შეგეშალათ ავტორო, ეს პოეზია არ არის. თუ მიაქეცვთ ყურადღებას თავფურცელზე გატანილ ლელა ცუცქირიძის ლექსს "ომში უნდა წავიდე" ნახავთ რომ იქ, ბევრი შიდა რითმაა.
მეორე, შეცდომაში შეგყავთ მკითხველი როცა წერთ: რომ შვილებს (დაგეგმილებს/დაუგეგმავებს) სკოლაში არაფერს ასწავლიან. სკოლაში ბევრ რამეს ასწავლიან, მაგრამ ბავშვები არ სწავლობენ, იმიტომ რომ სახლში უმეთვალყურეოდ არიან ან უვარგისი მშობლები ჰყავთ ან უწიგნური და იმიტომ.
დაუგეგმავი შვილი იყო ირმა სოხაძე, მაგრამ ვთვლი რომ უმისოდ ბევრი რამ დააკლდებოდა საქართველოს. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, "დაუგეგმავი " მე-4 შვილები დღეს ძალიან მაღალი თანამდებობის პირები არიან და მათი სახელების ჩამოთვლა უხერხულია თორემ დავწერდი.
აზრობრივად ვერ გეთანხმებით. თქვენ რომ ბოლოში დაგეწერათ რომ წარმოსახვით პერსონაჟს ეშინია დაუგეგმავი შეცდომები არ დაუშვას, გაცილებით ძლიერი იქნებოდა ფინალი.
მაგრამ ფინალში ბევრი იჭედება, თქვენზე გამოცდილი კალმოსნებიც კი. ასე რომ, ეს დაუძლეველი ზღუდე აღმოჩნდა თქვენს შემოქმედებაშიც.
ჟანრი შეგეშალათ ავტორო, ეს პოეზია არ არის. თუ მიაქეცვთ ყურადღებას თავფურცელზე გატანილ ლელა ცუცქირიძის ლექსს "ომში უნდა წავიდე" ნახავთ რომ იქ, ბევრი შიდა რითმაა.
მეორე, შეცდომაში შეგყავთ მკითხველი როცა წერთ: რომ შვილებს (დაგეგმილებს/დაუგეგმავებს) სკოლაში არაფერს ასწავლიან. სკოლაში ბევრ რამეს ასწავლიან, მაგრამ ბავშვები არ სწავლობენ, იმიტომ რომ სახლში უმეთვალყურეოდ არიან ან უვარგისი მშობლები ჰყავთ ან უწიგნური და იმიტომ.
დაუგეგმავი შვილი იყო ირმა სოხაძე, მაგრამ ვთვლი რომ უმისოდ ბევრი რამ დააკლდებოდა საქართველოს. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, "დაუგეგმავი " მე-4 შვილები დღეს ძალიან მაღალი თანამდებობის პირები არიან და მათი სახელების ჩამოთვლა უხერხულია თორემ დავწერდი.
აზრობრივად ვერ გეთანხმებით. თქვენ რომ ბოლოში დაგეწერათ რომ წარმოსახვით პერსონაჟს ეშინია დაუგეგმავი შეცდომები არ დაუშვას, გაცილებით ძლიერი იქნებოდა ფინალი.
მაგრამ ფინალში ბევრი იჭედება, თქვენზე გამოცდილი კალმოსნებიც კი. ასე რომ, ეს დაუძლეველი ზღუდე აღმოჩნდა თქვენს შემოქმედებაშიც.
2. ბატონო ნოდარ, მოგიკითხეთ ბატონო ნოდარ, მოგიკითხეთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|