 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 24 ნოემბერი, 2017 |
კარგი, აღარ უნდა მაგას ბევრი ფიქრი, თორემ სიყვარულმაც კი იცის ჭაღარა, სანამ ოცნებები წლებმა დააბრძენა ხელი ხელს ჩასჭიდეთ ერთურთურთის საფარად. ვიდრე სუფთა მზერა დროს არ შეუნიღბავს და მზის ღიმილებშიც მზე არ ჩაძირულა, კინძეთ ყოველი დღე წამის სურვილებად, არ ღირს სიყვარულის წერა გამიზნულად. მთებში გაილაშქრეთ, ღრუბლებს დაედარეთ, ცას შეწვდით...ხელებით თუ ვერა, გრძნობებით, მიდით, მოასწარით ფრენა გაფრენამდე, ვიდრე ჯერ ახლოს გაქვთ წრფელი ოცნებები. მიდით, მოასწარით, გზად გადაეღობეთ, სიგიჟე ესესხეთ ჭრელ ნიავს ცანცარას, ფერადი ფუნჯებით უშველეთ სამყაროს, თორემ სიყვარული დაფიფქა ჭაღარამ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
24 ნოემბერი, 2017 ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
24 ნოემბერი, 2017
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|