ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2017


წარწერა წიგნებზე

მე – დაბნეული ბრინჯის მარცვალი.
ეს ნიადაგი –
სველი...სველი ნარაიამა.
მე – გაბზარული ძველი სარკე,
საკე... საკურა...
მთვარის ციკლი დავხურე
და იმის მერე,
წვიმს რუსთაველზეც,
სტურუაზეც,
(გავხდი გულჩვილი)
და რა თქმა უნდა, რიუნოსკე აკუტაგავა,
ვწერ და ვეწევი
ჩემს ცხოვრებას – ნოტიო თუთუნს,
იდიოტურად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები