ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუკა კიტია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 თებერვალი, 2018


გრანატისი

ჩვეული ღელვით მივუყვებოდი უსასრულო ქუჩას, ნანატრი სიყვარულისა და სიმართლის მოლოდინში... გრანატისს სწორედ მაშინ წავაწყდი. ეს იყო უცნაური ადგილი, რომელიც არასდროს მინახავს და ვერც ვერასდროს ვნახავდი, რომ არა ის ქუჩა, უსასრულო თუ სასრული, სასტიკი და ულმობელი, ზოგჯერ ლმობიერიც... მაგრამ გავიგე! ეს იყო გრანატისი. მშვიდი ადგილი, წითელი და ნათელი... ყველგან ბროწეულები და ბეღურები... ნეკერჩხლები და წითელი ვაშლები... ბროწეულების ქვეყანა.. თითქმის ვცადე მომეწყვიტა, მაგრამ... ყველაფერი შეწყდა.. ეს სისხლისფერი, უცბად ჩაყლაპული, წარმოდგენებში ნოყიერად მირთმეული, წითელ-ლურჯ და თეთრფერა გრანატისი მთლად დაიფერფლა... გაცამტვერდა... მე რომ გავიღვიძე და თვალები გავახილე, გრანატისიც გაქრა! თუმცა კარგ მოგონებად დარჩა... ისევ თუ არ აღსდგა ფერფლიდან, როგორც ფენიქსი და კვლავ არ მესიზმრა ან შემეჩეხა... იმ უსასრულო ქუჩას დავუბრუნდი, რომელიც იქნებ სულაც არ არის უსასრულო!!! იქნებ კიდევ გამოჩნდე ბროწეულების ქვეყანავ, სანამ დროა... თან გელი და თან ვერა! რადგან ასე რთულია შენთან შეხვედრა! რადგან ჯერაც არ ვიცი ჩემი ქუჩის უსასრულობა, რომელსაც ჩვეული ღელვით დღემდე მივუყვები, ღელვით, რადგან მუდმივად ვდარდობ ქუჩის სავარაუდო ღრმა ფსკერს... შენზე ფიქრი კი ამიტომ შემრჩა, გრანატის!
რომ ლოცვას უსასრულო გზაზე თითქმის უგრძნობი ჩვევით ვჩურჩულებ... აუცილებლად გამოჩნდი, ოდესმე მაინც გამოჩნდი და დარჩი, რადგან ვიცი, რომ კვლავ აღსდგები ჩემი სულის ღრმა კუთხეში მიხვეტილი ნაცრის ნაცრიდან!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები