სიმღერა ამაოებას
სადღაც სიკვდილმა გაყარა გზები, კაცმა იტირა, აღმართა მთები, ცრემლების ზღვაში ჩაძირა გემი, მისივე გემი, მისივე ზღვაში. იტირა მთაში, მისივე მთაში, მისივე ცრემლით, მისივე ბაღში, ოცნების ბაღში გამართა მარში, მისივე ბაღში, მისივე მარში, მშვიდობის ბაღში, მშვიდობის მარშში, არვის უნახავს უბედურ მთაში, და მის ცრემლებით ავსებულ თვალში, ცრემლების ზღვები, მაღალი მთები, გაყრილი გზები, გამქრალი გემი, რადგან ისურვა სოფლად ცხონება, ამაოებას უძღვნა ცხოვრება, აქვე შემორჩა კაცის ცრემლები და ზღვად შთანთქმული მისი გემები.
------------
წუთისოფელი
ჩვენი სიკვდილი აჩრდილია დიდი სიცოცხლის, თვით სიძულვილიც ხომ ლანდია სიყვარულისა, რა ამაოა საუკუნო სულთა ტირილი და დატირება მარადიულ სიდუხჭირისა.
ამ მოთქმას მიაქვს სიხარულის ნათელი სხივი, თვით ანგელოზსაც მუქი ფერი ფრთებზე გადაჰკრავს, ეს იმედებიც გასცურავენ ოცნების ტივით და სიყვარული შთაინთქმება გულის სარდაფად.
------- ჩემი სარკმელი
ჩემი სარკმელი ჩემზე ძველია, მრავლისმცოდნეა, მრავლისმთქმელია, მას უმზერს ყველა, ავი თუ კარგი, უსულდგმულო და მურტალი, მთვრალი, სიცოცხლით სავსე, სიკვდილნაკლული, ტკივილი სულის, თუნდაც მალული, სარკმელი ხედავს, ჩემზე ძველია, ყოვლისმცოდნე და ყოვლისმთქმელია, ეს მზის სხივებიც მასთან მოდიან, ჩემი სარკმელი ჩემი როდია...
--------------------- უღვთო მზისქვეშეთს
ჩვენ სიყვარული დაგვანათლეს ზეცით, ამაოების გადმოგვფარვია კალთა, ნათელმოსილი სხივები რომ შთაუნთქავთ მეხის, ვერ აიტანეს უმზეობა, უღვთობა ალბათ..
გაწყდა კავშირი, უხილავი, დიად ზეცასთან, ელჩი ფრინველიც აღარ მოჩანს შორიახლოის.. სიცოცხლის ფერი დაჰკარგვიათ ხეებს გელათთან, ვერ მიუღიათ ცით უსტარი საუკუნოით...
მოდი, იელვე ქვეყანაზე კვლავ სიყვარულო, სძალო უსძლოო, გადმოხედე დაღლილ მზისქვეშეთს, კვლავ გაგვანათე ნათელ სხივით, შენ სიხარულო, და მოანათე საღვთო მადლი ბებერ ცისქვეშეთს. ------------------------
საქართველოს დარად
ეს მტრედები ზემოთ მინდა ავაფრინო, უფრო მაღლა, ცაში, სიახლოვეს გავაფრინო, შორეულ სიზმარში, ვერ ველევი, ვერ გამართონ მარში, საქართველოს დარში, ციურ ქარიშხალში, შორეულ სიზმარში, შენ გელევი, წადი სულო, და იომე მარშით, აქვე ქარიშხალში, შენს ნაცნობ სიზმარში... ვერ ერევი? მაშ რად ღირხარ, საქართველოს დარში მიხვალ? მე გელევი...
------------- ორთქლი სარკმელზე
მე დაორთქლილი სარკმლის მიღმა ვარ და მთელ ცხოვრებას ასე ვატარებ, იქედან არ ჩანს კარგად, ვინა ვარ, შიგნით არავის არ გავატარებ...
ჩემი სარკმელი დაორთქლილია და საიდანღაც ცივა, ჯერ ცხოვრება არ გამომივლია, ზამთარმა შემაგრილა.
სულ სარკმლის უკან დავეკიდები, თუ ვერ მოვასწარ, იქნებ სხვამ მითხრას, ჩემს შემცვლელს დავეკითხები...
თან მოვუყვები ნათელ ამბებებზე, ჩემთვის დანთებულ, ან არ დანთებულ, ან ვერ დანთებულ ობოლ საკმელზე, საიდან ცივა, რამ გააჩინა ორთქლი სარკმელზე... ---------------- ფიქრით ვილოცოთ
ფიქრით ვილოცოთ და არა სიტყვით, ფიქრი ხომ სულის საუბარია შევხედოთ, ზეცად გოგმანებს ნისლი, ეს ნისლი უფლის ნაუბარია.
შეხედეთ მთებს და ეფერეთ ველებს, ისინიც უფლის საჩუქარია, ჩვენივე ღონს და ჩვენსავე ხელებს დიდი გვირაბი გაუკაფია.
გვირაბის ბოლოს მოჩანს სინათლე, ეს სინათლეც ხომ უფლის ძღვენია, ჩვენ ჩვენი რწმენით ვპოვეთ სიმართლე სიმართლე თავად ქრისტე ღმერთია -------------------------- Granatis
I was walking down the street, When came to Granatis, It was something I can’t have, And can never understand… It was Granatis… Silent place, red and light, Over me: some Pomegranates… Almost tried to cut off one, But, Everything went wrong… These blood-colored, Rapidly swallowed… Red, blue and white colored, ‘Granatis’ was ruined… I woke up, opened eyes… And the Granatis was already gone… -----------------------
თუ შენც სულ ელი…
მე ვარ სულელი, რადგან სულ ველი, თუმც, სიცოცხლეს ბნელი ფერები დაჰკრავს, მახსოვს გულები, ახლო სულები, დადაგულები, გათანგულები... ახლო სიშორით გატანჯულები... ისევ, კვლავ, მგელი კრავს, იმედს კლავს, ცუდი მუსიკა უკრავს... თუმც, მომავალს ვეტრფი, როგორც დაღლილი სიკვდილის ველი, მნახველები რომ ჰყავს... თუ შენც სულ ელი, თუმც, რომ სიზმარი არაფრით გგავს.. მაშ ძლიერ მგავხარ... შენც ხარ სულელი, რადგან სულ ელი, სამყაროს გავხარ...
------------------- თოვლი სიხარულისა
ქალაქი დუმს, არემარე ნისლით ივსება სიხარული თოვს, ბედის ვარსკვლავი ცაზე ინთება უფსკრულთ ეშვება სიბნელე და ზეცა ათბობს ქარს, ეს ნისლიანი არემარე ავ კოშმარს ჰგავს, კლავს და ინელებს ვით სიზმარი არც კი ყოფილა, აღარ ყოფილა სიყვარული, მახსოვს შორიდან... როდიდან მახსოვს ეს ნატიფი, ძლიერი გრძნობა, ვით ჩემი გული, დადაგული, დაგლიჯა ლომმა. მე აღარ მახსოვს ის წუთი, წამი, მაგრამ ხომ ვგრძნობ, ხომ ვგრძნობ ჩემს წარსულს, დავიწყებულს, ჩემს გულში თოვს. ქალაქი დუმს, არემარე ნისლით ივსება სიხარული თოვს, ბედის ვარსკვლავი ცაზე ინთება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა, ემილი1999 მადლობა, ემილი1999
2. მადლობა, ემილი1999 მადლობა, ემილი1999
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|