ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
28 დეკემბერი, 2017


ის...დაბრუნდა!

ის დაბრუნდა...არც ისე დიდი ხნის შემდეგ, რაც ჩემგან წავიდა. ჯერ ისევ მახსოვდა...ჯერ ისევ მტკიოდა...ყველაფერი თავიდან დავიწყოთო, თითქოს ახლა გავიცანით ერთმანეთიო-ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განმიცხადა და ჩვეული, მაცდური მზერით გამიღიმა...იმ მზერით, მე რომ თამამად გამაბა  დახლართულ ქსელებში.
ხელახლა დაიწყე...რა იოლია სათქმელად... დაასრულე და მერე ისე დაიწყე, თითქოს ის ტკივილი სიზმარი იყო, თითქოს ყველაფერი ის, წინა ცხოვრებაში შეემთხვა სხვა ვინმეს და შენ კი, იმ სხვასთან არაფერ შუაში მყოფს, განთიადზე ახლად გაღვიძებულ  სამარადისო გრძნობას გთავაზობენ...
ცრემლისფრად შევხედე...ისევ ისეთი იყო...ისეთი...ვერ გავუძელი მის თავხედ თვალებს...ხელი მომხვია...მაპატიეო...წარმოგიდგენიათ?-იმის პატიებას მთხოვდა, რაშიც თავი დამნაშავედ არასდროს უგრძვნია...უბრალოდ რაღაც ხომ უნდა ეთქვა? ხვდებოდა, უსიტყვოდ გაუჭირდებოდა დადებითი პასუხის კვლავაც მოსმენა.
-გპატიობ, თუმცა ვერასდროს დავივიწყებ-მეთქი, ვუპასუხე...გპატიობ და ამიტომ გზად აღარასდროს გადაგეყრები-მეთქი...
-ერთმანეთს ახალი ცხოვრების უფლება მივცეთო...არადა რა სიახლეზე იყო ლაპარაკი, როცა მე ძველიც არაფერი  მქონია?..ეს მისთვის იქნებოდა ახალი, თორემ ჩემთვის ერთადერთი...ერთადერთისთვის მიძღვნილი არსებობა...
გავაგრძელეთ...
-მერე ოჯახს რას უპირებ-მეთქი?-უბრალოდ მისი პასუხი მაინტერესებდა, თორემ მე ყველანაირ შემთხვევაში გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, ვიდრე მოვიდოდა მანამდე ვთქვი მასზე უარი.
-ოჯახი აღარ მყავს, არც მყოლია, ის უბრალოდ შეცდომა იყოო...
აი, ასეთი ცხოვრებაგათელილი ადამიანი მთხოვდა დიდი მოგზაურობის მასთან ერთად დაწყებას...მე კი არასდროს მდომებია ნანგრევებზე ახალი სახლის შენება, რადგან ვიცოდი იმ ადგილს სიძველის სუნი მაინც არასდროს მოშორდებოდა და სუნთქვას დამიზიანებდა. ვიცოდი ეს სუნი ჩემს თავმოყვარეობას დაღად დაემჩნეოდა და შევჩერდი...დროულად და სწორად...გავერიდე...გავერიდე მტკიცე ნაბიჯით, ფეხიც კი არ ამრევია, ჩემი სიძლიერის მევე გამიკვირდა. თურმე, კონკრეტულ შემთხვევაში, სიამაყეს უფრო მეტი ფასი ჰქონია, ვიდრე  შანსგაჩენილი გრძნობის ხელახლა შეწებებას!.. ჰოდა მეც ამაყი, ძლიერი და...და მაინც სუსტი...გავერიდე..გმირულად გავერიდე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები